აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ ყირიმის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებში ცვლილებები შეიტანა

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ ყირიმის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებში ცვლილებები შეიტანა

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებში ცვლილებები შეიტანა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ გამონაკლისი დაუშვა და აშშ-დან კვლავ შესაძლებელი გახდა ყირიმში, კერძო პირთათვის ფულადი გადარიცხვები არაკომერციული მიზნებით, გარდა იმ პირებისთვის, ვისაც პერსონალური სანქციები აქვთ დაწესებული.

კიდევ ერთი დაშვებული გამონაკლისით, ყირიმის იმ რეზიდენტებს, რომელთა წინააღმდეგაც პერსონალური სანქციებია დაწესებული, შეეძლებათ ისარგებლონ აშშ-ის საბანკო დაწესებულებებში საბანკო ანგარიშებით იმ შემთხვევაში, თუ საბანკო ოპერაციებს კერძო და არა - საქმიანი ხასიათი აქვს.

აშშ-მა ყირიმის წინააღმდეგ დაწესებული საქნციები გასული წლის ბოლოს გააფართოვა. სანქციების გამო ყირიმში მუშაობა შეწყვიტეს საერთაშორისო საგადასახადო სისტემებმა Visa-მ და MasterCard-მა.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა