დონეცკის ოლქის დასახლებულ პუნქტ უგლეგორსკის გათავისუფლების ოპერაციისას, ბატალიონ "დონბასის" ოთხი მებრძოლი დაიღუპა. ამის შესახებ "ლიგა.ნეტ" იუწყება.
ამავე ბრძოლისას 11 სამხედრო დაიჭრა. ბატალიონის შტაბის უფროსის განცხადებით, ბატალიონის მეთაური, ასევე სახალხო დეპუტატი სიმეონ სემენჩენკო კონტუზირებულები არიან.
ბატალიონის პრესსამსახურის ინფორმაციით, უგლეგორსკის "ბოევიკებისგან" გათავისუფლების ოპერაცია წუხელ დაიწყო. ამასთან, განადგურებულია ოთხი უკრაინული ტანკიც. ქალაქს კვლავ სეპარატისტები იკავებენ.