''ბესელიას დიდი სიამოვნებით დავხატავდი, შეიძლება ჩექმებით, შეიძლება მის გარეშე''

''ბესელიას დიდი სიამოვნებით დავხატავდი, შეიძლება ჩექმებით, შეიძლება მის გარეშე''

ბესიკ დუღაშვილი მსოფლიო კარიკატურისტთა ათეულში შევიდა. კარიკატურისტების საიტზე გამართულ კონკურსში გამარჯვება ათჯერ მოიპოვა. მეტიც, შეძლო ისიც, რომ სერგო ზაქარიაძის კანდიდატურა დასახატ მსახიობებს შორის გაეტანა.

- ხატვა დაბადებიდან არსებობს ჩემს ცხოვრებაში. სამი თვისა მომნათლეს და ხელში ფანქარი და სახატავი მეჭირა. არ ვიცი, როგორ მოხვდა ჩემთან, მაგრამ როცა მართმევდნენ, ტირილი დამიწყია, მღვდელს უთქვამს, ოღონდ არ ატიროთ და ჰქონდესო. ვერ ვიძინებდი, თუ სახატავი არ მედო ბალიშის ქვეშ, ჩემი თეთრეული სულ დასვრილი იყო ფანქრებითა და საღებავებით, ყოველთვის ვხატავდი.

თავიდანვე გამოიკვეთა, რომ სამხატვრო აკადემიაში უნდა ჩამებარებინა. მერვე კლასიდან ჩავაბარე იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში ხატვა-ხაზვის პედაგოგის სპეციალობაზე. მერე მოვიარე ჯარი. აირია ცხოვრება, ნელ-ნელა სხვადასხვა ხელობასაც დავეუფლე. ვსწავლობდი თეატრისა და კინოს სტუდიაში სარეჟისოროზე, ორი სპექტაკლი მაქვს დადგმული. ვეტერანთა კლუბის დრამწრის ხელმძღვანელი ვიყავი, სადაც სტუდიიდან გამანაწილეს. მოხუცებთან ერთად დავდგი ორი სპექტაკლი, მეტის დადგმა, მათი გარდაცვალების გამო, ვერ მოვასწარით. ამ სტუდიამ დამაკავშირა სცენას, წლების განმავლობაში კონფერანსიე გახლდით.

1995 წელს საზღვარგარეთ გავემგზავრე. უკან დაბრუნებულს, კონფერანსიე ბესიკ დუღაშვილი აღარავის ახსოვდა, ამიტომ გავაგრძელე ხატვა. მერე ცოლმა მაიძულა და სამხატვრო აკადემიაში ჩავაბარე.

2000 წელს, 33 წლის ასაკში, 20 წლის გოგონა მოვიყვანე ცოლად, ოჯახში ჩემზე რაღაცებს ჰყვებოდნენ და დედაჩემმა უთხრა, ამდენი ბავშვი ჰყავს მომზადებული და თვითონ აკადემია არ დაუმთავრებიაო. ამის გაგონება იყო და, რომ შემომიჩნდა, სანამ 33 წლის ასაკში ისევ სტუდენტი არ გავხდი, თავი არ დამანება.

განაგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება