ეგვიპტის სასამართლომ "ძმები მუსლიმანების" 183 მხარდამჭერს პოლიციელთა მკვლელობისთვის სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. ისინი 2013 წლის აგვისტოში ქალაქ კარდასაში 16 სამართალდამცველის დახოცვაში ცნეს დამნაშავედ. მკვლელობა არეულობის დროს მოხდა, რასაც შემდეგ პრეზიდენტ მუჰამედ მურსის გადაყენება მოჰყვა. მას შემდეგ ეგვიპტეში მურსის ათასობით მხარდამჭერი და მოკავშირე გაასამართლეს. უფლებადამცველების თქმით, მოქმედი მთავრობა ოპონენტების წინააღმდეგ გამუდმებით რეპრესიებს ახორციელებს. მოქმედი პრეზიდენტი, აბდელ ფატაჰ ალ-სისი კი მურსის და მის პარტია "ძმებ მუსლიმანებს" ქვეყნის მტრად მიიჩნევს.
"ინტერპრესნიუსი"სიახლე!
თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.