რამზან კადიროვი ჩეჩნებს მოუწოდებს, დონბასში უკრაინის არმიის მხარეს არ იბრძოლონ

რამზან კადიროვი ჩეჩნებს მოუწოდებს, დონბასში უკრაინის არმიის მხარეს არ იბრძოლონ

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი ჩეჩენ მებრძოლებს მოუწოდებს, დონბასში უკრაინის არმიის მხარეს არ იბრძოლონ. "ვინც უკრაინელი სამხედროების მხარეს იბრძვის, შეწყვიტეთ", - დაწერა კადიროვმა სოციალურ ქსელ "ინსტაგრამზე" და იმ მებრძოლებს მიმართა, ვინც მოტყუების ხარჯზე ავანტიურაში აღმოჩნდა ჩათრეული. უკრაინულმა მედიამ ამ დრომდე არაერთხელ გაავრცელა ინფორმაცია დონბასში ჩეჩენი მებრძოლების მოქმედებების შესახებ. მათივე ინფორმაციით, ასობით ჩეჩენი "ბოევიკი" პრორუსი მებრძოლების მხარეს იბრძვის.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა