ნიუ-იორკში სარკინიგზო ავარიის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა

ნიუ-იორკში სარკინიგზო ავარიის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა

ნიუ-იორკში სარკინიგზო ავარიის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 12 დაშავდა. "ბიბისის" ცნობით, შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. სამგზავრო მატარებელი, რომელშიც 800-მდე მგზავრი იჯდა, ავტომობილს შეეჯახა. მსუბუქი მანქანის მძღოლი დაიღუპა. ავარიის შედეგად, ავტომობილსა და მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა. უცნობია, თუ როგორ მოხვდა მსუბუქი მანქანა შლაგბაუმის მიღმა, მატარებლის ლიანდაგებზე. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა