ლიბიაში შეიარაღებულმა პირებმა ალ-მაბრუკის ნავთობსაბადო დაიკავეს

ლიბიაში შეიარაღებულმა პირებმა ალ-მაბრუკის ნავთობსაბადო დაიკავეს

ლიბიაში შეიარაღებულმა პირებმა ალ-მაბრუკის ნავთობსაბადო დაიკავეს. ამის შესახებ "როიტერი" ლიბიის სახელმწიფო ნავთობკორპორაციის პრესსპიკერზე დაყრდნობით იუწყება. გავრცელებული ცნობით, ინციდენტი გუშინ ღამით მოხდა. აღნიშნულ ნავთობსაბადოს ლიბიის ნაციონალური ნავთობკომპანია და ფრანგული "ტოტალი" ერთობლივად მართავდნენ. ალ-მაბრუკის საბადომ, რომელიც ქალაქ სირტედან 170 კილომეტრში მდებარეობს, მუშაობა რამდენიმე თვის წინ მიმდებარე ტერიტორიაზე დაპირისპირების გამო შეაჩერა.

რადიკალმა ისლამისტებმა, რომლებმაც დედაქალაქ ტრიპოლსა და ქვეყნის დასავლეთ რეგიონზე კონტროლი დაამყარეს, იერიში ლიბიის პორტებზე და ნავთობტერმინალებზეც მიიტანეს. სწორედ შექმნილი ვითარების გამო შეაჩერა მაშინ მუშაობა ალ-მაბრუკის ნავთობსაბადომ.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა