ხატია შამუგიამ ერთდროულად სამი მანქანა დაამტვრია

ხატია შამუგიამ ერთდროულად სამი მანქანა დაამტვრია

მიუხედავად იმისა, რომ ხატია შამუგია ბუნებით პედანტია, მანქანის ტარება რომ ისწავლა, ერთი წელი ქალაქში მართვის მოწმობის გარეშე დადიოდა. შეიძლება ითქვას, გაუმართლა, ამ დროის განმავლობაში პატრულს ერთხელაც არ გაუჩერებია. მართვის მოწმობის ასაღებად საკუთარი მანქანით მივიდა, გამოცდა პირველივე ჯერზე ჩააბარა, დღეს კი უკვე გამოცდილი მძღოლია.

- არასდროს მქონია მანქანაზე გართულება, შესაბამისად, განსაკუთრებული სურვილიც არასდროს გამჩენია, რომ ტარება მესწავლა. აპარატურა, ტექნიკა, მანქანები დიდად არ მიტაცებს, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში დადგა ის ეტაპი, როცა მივხვდი, მანქანა მჭირდებოდა.

თავიდან გურამიკო ცდილობდა, ესწავლებინა ჩემთვის ტარება, იმ პერიოდში ''ბმვ ტროიკა'' ჰყავდა, მაგრამ ხომ იცი, ოჯახის წევრი რომ გასწავლის, როგორ მთავრდება?! ჩხუბით, ნერვების აშლით, იმიტომ, რომ ამის ნერვები არავის აქვს. და რას აკეთებდა, იცი? ახალდაბაში რომ მივდიოდით, ხაშურიდან ახალდაბამდე მისასვლელ გზაზე, 10-წუთიან მონაკვეთზე მსვამდა საჭესთან, სადაც გზა არის სულ სწორი, თან მეუბნებოდა, რა გინდა, ხომ გასწავლი ტარებასო?! რადგან ამ მონაკვეთზე ვატარებდი, ჩავთვალე, რომ მართვა ვიცოდი, გავთამამდი და იშვიათად თბილისში გარკვეულ ადგილებში დავდიოდი.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება