''ძალიან მომწონს, რომ ახლავს ქორწილს პირველი ღამე''

''ძალიან მომწონს, რომ ახლავს ქორწილს პირველი ღამე''

მომღერალი მარიტა როხვაძე შემოქმედებითად ძალიან აქტიურია, ჰყავს ბენდი, რომელთან ერთადაც მღერის კლუბებში, თუმცა სურს, ქვეყნის ფარგლებს გასცდეს, მალე ახალ ალბომზე იწყებს მუშაობას... ამასთანავე, უკვე დამუშავებული აქვს პროექტი ერთ-ერთ დიჯეისთან ერთად, რომელსაც მსმენელს სულ მალე წარუდგენს.

მომღერალს ტრადიციებსა და სტერეოტიპებზე ვესაუბრეთ.

- ზოგადად, ტრადიციული ვარ, თუმცა არის თემები, რომლებიც არ მესმის, მაგალითად, თამადის ინსტიტუტი... თამადას კი არ ვეწინააღმდეგები, პირიქით, მეც ძალიან კარგი თამადობა შემიძლია და ვფიქრობ, სუფრას უნდა ჰყავდეს წინამძღოლი, რომელიც საღამოს კარგად ჩაატარებს, დამსწრე საზოგადოებას მისცემს ცეკვის, სიმღერის, გართობის საშუალებას, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სუფრის წევრები ხელის აწევით ელაპარკონ და სულ მას უსმინონ.

- რას ფიქრობ მაჭანკლობაზე?

- მაჭანკლობის ფენომენს ვერ ჩავწვდი. ჩემი აზრით, მაჭანკალი არის ადამიანი, რომელიც ორი ადამიანის ერთმანეთთან დაკავშირებით იღებს სარგებელს. თორემ, ჩემს ბიჭ მეგობარს ჩემი მეგობარი გოგო რომ გავაცნო და ერთმანეთი შეუყვარდეთ, მეც მაჭანკალი გამოვდივარ?

- რაც შეეხება გერლფრენდ-ბოიფრენდის თემას.

- ვეთანხმები იმას, რომ წყვილმა ოჯახის შექმნამდე გარკვეული დროით ერთად უნდა იცხოვროს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე ჯერ ერთთან ვიცხოვრო, არ მომეწონოს, გადავინაცვლო მეორესთან, მერე მესამესთან და ა.შ. ეს მიუღებელია. სამწუხაროდ, პატარა გოგო-ბიჭებმა გერლფრენდ-ბოიფრენდობა სულ სხვანაირად გაიგეს და მათთვის პარტნიორის ხშირი ცვლა თითქოს ჩვეულებრივი ამბავი გახდა, რაც კარგი ნამდვილად არაა. როცა ადამიანი სერიოზულად მომეწონება, არ ვიცი, მასთან ერთად ერთ სახლში ვიცხოვრებ თუ არა, მაგრამ ყველანაირად ვეცდები, იმდენად ხშირად ვიყოთ ერთად, რომ ძალიან კარგად გავიცნო და ახლო ურთიერთობა საჭირო არ იყოს.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება