საფრანგეთი უკრაინისთვის ლეტალური იარაღის მიწოდებას არ აპირებს

საფრანგეთი უკრაინისთვის ლეტალური იარაღის მიწოდებას არ აპირებს

საფრანგეთი უკრაინისთვის ლეტალური იარაღის მიწოდებას არ პირებს. "როიტერის" ინფორმაციით, ამის შესახებ საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა განაცხადა. "ამ დროისთვის არ ვგეგმავთ, რომ უკრაინას ლეტალური იარაღი მივაწოდოთ", - განაცხადა მინისტრმა კანადელ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. თავდაცვის მინისტრმა რუსეთის პოზიციას, უკრაინის კონფლიქტთან მიმართებაში, მიუღებელი უწოდა, მოსკოვის წინააღმდეგ სანქციებიც ახსენა და დასძინა, რომ აუცილებელია ისეთი ნაბიჯების არიდება, რომლებიც კონფლიქტს კიდევ უფრო გაამწვავებს. ბოლო დღეებში ვრცელდება ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, აშშ აპირებს გადახედოს თავის გადაწყვეტილებას უკრაინისთვის ლეტალური იარაღის მიწოდების შესახებ.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა