რომის პაპი უკრაინაში მშვიდობის დამყარების საგანგებო მოწოდებით გამოვიდა

რომის პაპი უკრაინაში მშვიდობის დამყარების საგანგებო მოწოდებით გამოვიდა

რომის პაპი ფრანცისკი დღეს მსოფლიოსადმი უკრაინაში მშვიდობის დამყარებისა და ქრისტიანთა შორის კონფლიქტის შეწყვეტის მოწოდებით სპეციალური მიმართვით გამოვიდა. პაპმა აღნიშნა, რომ უკრაინაში ვითარება კვლავაც იძაბება. მან მორწმუნეებს მოუწოდა ილოცონ, რათა ღმერთმა რაც შეიძლება მალე შეწყვიტოს ძმათამკვლელი ძალადობა.

"კვლავაც მივმართავ ყველას, მათ შორის საერთაშორისო დონეზე, გამონახონ ნებისმიერ ძალისხმევა დიალოგის გასაახლებლად, რაც ერთადერთი გზაა ამ ტანჯულ მიწაზე თანხმობისა და მშვიდობის დასამყარებლად. მე ვფიქრობ თქვენზე, უკრაინელო ძმებო და დებო. დაფიქრდით, ეს ხომ ომია ქრისტიანებს შორის! თქვენ ყველა ერთნაირად ხართ მონათლულები", - განაცხადა რომის პაპმა ვატიკანში საყოველთაო აუდიენციის დროს. მანვე მორწმუნეებს მოუწოდა, ილოცონ ომში დაღუპულებისა და მათი ოჯახებისთვის.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა