პოროშენკო ომის გამოცხადებისთვის მზად არის - რუსეთ-უკრაინის კრიზისს მეტი სისხლისღვრა მოჰყვება?

პოროშენკო ომის გამოცხადებისთვის მზად არის - რუსეთ-უკრაინის კრიზისს მეტი სისხლისღვრა მოჰყვება?

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო მზადაა, ქვეყნის მასშტაბით საომარი მდგომარეობა გამოაცხადოს იმ შემთხვევაში, თუ აღმოსავლეთ რეგიონში საბრძოლო მოქმედებები არ შეწყდება. ამის შესახებ თავად პოროშენკომ ესპანურ გამოცემა El Pais-თან ინტერვიუში განაცხადა.

"მიუხედავად იმისა, რომ მინსკის შეთანხმების განხორციელება არ ხდება, ჩვენ მას მაინც ვერ დავივიწყებთ. მინსკის მემორანდუმზე ყველა მხარე შეთანხმდა, მათ შორის რუსეთიც. ამიტომაც აუცილებელია ბინძური თამაშის შეწყვეტა და იმის განხილვა, თუ როდის და როგორ შეიძლება მისი პრაქტიკაში განხორციელება", - განაცხადა პოროშენკომ. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა არ არის ჩეჩნეთი და უკრაინის კრიზისის მოგვარება ჩეჩნეთის სცენარით შეუძლებელია.

ამასთანავე, თუკი გადავხედავთ უკანასკნელი, თუნდაც, ნახევარი წლის განმავლობაში მიმდინარე მოვლენებს, ნათელი გახდება, რომ სამწუხაროდ, უკრაინაში ომი უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს.

დღეს, გავრცელებული ინფორმაციით, საბრძოლო ვითარებების პარალელურად, ამბოხებულები უმაღლეს რადასთან ტერაქტს გეგმავდნენ. ამის შესახებ ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, ვალენტინ ნალივაიჩენკომ განაცხადა. "ჩვენ ამოვიღეთ დიდი რაოდენობის იარაღი, რომელიც კიევთან ახლოს იყო დამალული და რომელიც ხუთშაბათს თავდასხმისთვის უნდა გამოეყენებინათ", - აღნიშნა ნალივაიჩენკომ. მისივე თქმით, ასაფეთქებელი მოწყობილობები უმაღლეს რადასთან იმ დროს უნდა გაეაქტიურებინათ, როდესაც საკანონმდებლო ორგანოში დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ სახალხო რესპუბლიკების ტერორისტულ ორგანიზაციებად გამოცხადების შესახებ განხილვა დაიწყებოდა.

შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის დარეგულირების მიზნით, კიევში დღეს ფრანსუა ოლანდი და ანგელა მერკელი ჩავლენ. ხვალ კი ორივე მათგანი მოსკოვში გაემგზავრება, სადაც იგეგმება მათი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა. ოლანდის განცხადებით, მოლაპარაკებების დროს დასავლელი ლიდერები ახალი სამშვიდობო ინიციატივებით გამოვლენ, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინაში პრორუს მებრძოლებსა და უკრაინის არმიას შორის საბრძოლო მოქმედებების დასრულებას ხელს შეუწყობს.

შეგახსენებთ, რომ იანვრის ბოლოს გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, დონბასში მიმდინარე საბრძოლო ოპერაციებს 1422 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა. მონაცემები უკრაინის უშიშროების სამსახურის, თავდაცვის სამინისტროს, სასაზღვრო პოლიციის და სხვა უწყებების მონაცემებს ეყრდობა. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ დონბასში მიმდინარე ანტიტერორისტულ ოპერაციას 1252 ადამიანი ემსხვერპლა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა