ქართველი ადვოკატი თურქული სერიალების მსახიობი გახდა

ქართველი ადვოკატი თურქული სერიალების მსახიობი გახდა

ცოდვა გამხელილი ჯობს - არასოდეს ვყოფილვარ სერიალების გურმანი. გამონაკლისი არც თურქული სერიალებია. მიუხედავად ამისა, ხელიდან ვერ გავუშვებდი შესაძლებლობას: ადამიანმა, რომელსაც მეოთხედი საუკუნეა ვიცნობ, 40 წლის ასაკში კარდინალურად შეცვალა საკუთარი ცხოვრება და რამდენიმე წლის წინ არცთუ ურიგო ადვოკატის კარიერა მსახიობის პროფესიაზე გაცვალა. მერე რა, რომ სერიოზული როლები ჯერ კიდევ წინაა?! მერე რა, რომ ჯერ მხოლოდ სერიალებში, თან ეპიზოდურ როლებში მონაწილეობს?! არასრული ერთი წლის განმავლობაში მე-13(!) სერიალში მიწვევა აშკარად მეტყველებს, რომ ადამიანმა საკუთარი ადგილი იპოვა. მაია უტიაშვილთან საუბარი სულ თავიდან დავიწყეთ.

- მაიკო, საიდან სადაო? ოდესმე გიფიქრია, რომ გადასაღებ მოედანზე მოხვდებოდი?

- არ მეგულება ბავშვი, მსახიობობაზე რომ არ ეოცნებოს. მეც მიფიქრია ამაზე. მით უმეტეს, ჩემი ოჯახი ყოველთვის იყო ხელოვნების თაყვანისმცემელი. ყველაფრის მიუხედავად, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ ერთ მშვენიერ დღეს მსახიობის როლს მოვირგებდი.

- ...და დიამეტრულად განსხვავებული პროფესია აირჩიე, არა?

- მსახიობობა მხოლოდ ბავშვური ოცნება იყო, რომელიც მიუწვდომლად და აუხდენელად მესახებოდა. სამაგიეროდ, ოჯახში ყველამ იცოდა, რომ 12 წლის ასაკიდან არჩეული მქონდა იურისტის პროფესია.

- გახდი კიდეც იურისტი. მერე?

- რამდენიმე წელი ვიმუშავე ადვოკატურაში. მიყვარდა ჩემი პროფესია და სიამოვნებით ვასრულებდი მოვალეობას. იმ ეტაპზე, შრომის ანაზღაურებას ნაკლებ მნიშვნელობას ვანიჭებდი. თავად ის ფაქტი, რომ ვიღაცას ვეხმარებოდი, უდიდეს სიამოვნებას მგვრიდა. ერთი პერიოდი, ძალიან გაჭირდა მუშაობა, ადვოკატის საქმე დაუფასებელი გახდა. ხანდახან იმის ფულიც კი არ მქონდა, რომ ციხემდე მივსულიყავი, კლიენტთან შესახვედრად. მოკლედ, 15 წლის შემდეგ წამოვედი ადვოკატურიდან.

- ოჯახმა რა როლი ითამაშა ამ გადაწყვეტილების მიღებაში? განაგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება