ვლადიმერ პუტინს ასპერგერის მწვავე სინდრომი აქვს - პენტაგონის კვლევის შედეგები

ვლადიმერ პუტინს ასპერგერის მწვავე სინდრომი აქვს - პენტაგონის კვლევის შედეგები

პენტაგონის მიერ 2008 წელს გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, რომლებიც მხოლოდ ახლა გახდა საჯარო, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ასპერგერის სინდრომი აქვს. რამდენიმე წლის წინ ჩატარებული კვლევის თანახმად, რომელიც მხოლოდ ვლადიმერ პუტინის ვიდეოებზე დაყრდნობით არის გაკეთებული, დაავადების მიზეზი პუტინის დედის რთული ორსულობაა, რომელმაც მის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე იქონია გავლენა. შედეგად, მისი ნევროლოგიური განვითარება ჯერ კიდევ ბავშვობის პერიოდში შეჩერდა.

პუტინის ავტორიტარული სტილი და "ყველაფრის გაკონტროლების" დაუოკებელი სურვილი, სწორედ ამის შედეგია. გარდა ამისა, კვლევის თანახმად, პუტინმა ჯერ კიდევ პერინატალურ პერიოდში გადაიტანა ინსულტი. ეს დასკვნა პრეზიდენტის ქცევების ანალიზზე დაყრდნობით, მეცნიერმა ბრენდა კონორსმა წარმოადგინა.

ასპერგერის სინდრომის მქონე ადამიანებს, ნორმალური ინტელექტისა და განვითარებული მეტყველების ფონზე, სოციალური ურთიერთობების დეფიციტი, კომუნიკაციის სირთულე და ექსცენტრიული ქცევები ახასიათებთ.

გარდა ამისა, ჩრდილოეთ კაროლინას უნივერსიტეტის ფსიქიატრიის პროფესორმა, ექიმმა სტეფან ფორჯესმა განაცხადა, რომ პუტინს აუტიზმიც აღენიშნება. შეგახსენებთ, რომ აუტიზმი არაადეკვატური სოციალური ინტერაქციით, კომუნიკაციის დარღვევებითა და ქცევის მანერათა სპეციფიური სერიით გამოიხატება.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა