თბილისს მსოფლიოს წამყვანი მუსიკალური დიჯეი ესტუმრება

თბილისს მსოფლიოს წამყვანი მუსიკალური დიჯეი ესტუმრება

თბილისს მსოფლიოს წამყვანი მუსიკალური დიჯეი ესტუმრება. პროექტის ორგანიზატორია ჯგუფი Memorphose, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ თბილისში, მსოფლიოს საუკეთესო მუსიკალური Ame ჩამოიყვანა. რას სთავაზობს Memorphose ელექტრონული მუსიკის მოყვარულებს, Ambebi.ge-ს ამის შესახებ გიორგი ღოღობერიძე ესაუბრება.

- Memorphose პირველი ღონისძიება, რომელიც საქართველოში განხორციელდა, მსოფლიოს წამყვანი დიჯეის, Ame-ს ჩამოყვანა იყო. ის თბილისში რამდენიმე კვირის წინ იმყოფებოდა და ამ პროექტმა გაამართლა. კულტურული სივრცის ჩამოყალიბების იდეა, სადაც ახალგაზრდა ხელოვანებს საკუთარი ნიჭის წარმოჩენის საშუალება ექნებათ, დიდი ხნის წინ გაჩნდა. Memorphose-ის სივრცეში მხოლოდ მსოფლიოს წამყვან მუსიკოსებს არ ვუმასპინძლებთ, აქ გამოიფინება ქართველი მხატვრების, ფერმწერების და სხვების ნამუშევრები. ძირითადად მათ გავუწევთ პოპულარიზაციას, გვინდა ახალგაზრდა, ნიჭიერ ადამიანებს დავეხმაროთ კარიერულ წინსვლაში. ხალხში დიდი ხანია არსებობს ასეთი სივრცის არსებობის სურვილი. ბევრი არტისტი გვყავს, ვისაც არ აქვს საკუთარი ნიჭის რეალიზების საშუალება, ამიტომ Memorphose ღია იქნება ყველასთვის და ახალ სიტყვას ვიტყვით ქართულ კულტურაში. ეს იქნება გემოვნების ლოკაციის ადგილი.

- დღეს რა იგეგმება, ვინ ჩამოიყვანეთ?

- MIND AGAINST დაუკრავს, ასევე SASCHA SIBLER, რომელიც ჩვენი რეზიდენტი დიჯეი იქნება. ზოგი ამბობს მერამდენედ უნდა ჩამოიყვანოთ ეს SASCHA SIBLER-იო, მაგრამ საქართველოში არცერთ კლუბს არ აქვს იმის ფუფუნება, ინერვიჟენის არტისტი იყოს მისი რეზიდენტი. ვცდილობთ, არტისტები ქართველი მსმენელის გემოვნების მიხედვით ჩამოვიყვანოთ საქართველოში. მსოფლიოში ცნობილი არტისტების ჩამოყვანაზე ვართ ორიენტირებული და თბილისისთვის ექსკლუზიურად ჩამოვიყვანთ წამყვან არტისტებს. ხარისხზე ვართ ორიენტირებული. ორდღიანი პრეზენტაცია გვექნება და ხვალ Memorphose-ის სივრცეში, საქართველოში პირველად ერთად დაუკრავენ ქართველი არტისტები, გიო შენგელია, თომა, კობერა, ბაჩო.

- ვინ ჩამოაყალიბა Memorphose?

- ჩვენი ერთ-ერთი დამფუძნებელი ნიკა ქობალაშვილი გერმანიაში მუშაობდა, არსებობს ასეთი ლეიბლი „ავტომატიკა“, სადაც ნიკა 6 წელი მუშაობდა და ფესტივალებს უწევდა ორგანიზებას მიუნხენში. ცოტა ხნის წინ საქართველოში დაბრუნდა და გადავწყვიტეთ ის გამოცდილება, რომელიც გერმანიაში მიიღო, საქართველოში გაგვეკეთებინა. „ანდერვილში“ გავაკეთეთ ავტომატიკა, შემდეგ გვყავდა „Ame“.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება