"პარტიზანი" - დრამა ვენსან კასელის მონაწილეობით, რომლის გადაღებები თბილისში, ჭიათურასა და წყალტუბოში მიმდინარეობდა

"პარტიზანი" - დრამა ვენსან კასელის მონაწილეობით, რომლის გადაღებები თბილისში, ჭიათურასა და წყალტუბოში მიმდინარეობდა

25 იანვარს Sundance-ის კინოფესტივალზე ავსტრალიელი რეჟისორის, არიელ კლეიმანის დრამის, Partisan-ის პრემიერა შედგა. ფილმში მთავარ როლს ფრანგი მსახიობი ვენსან კასელი ასრულებს.

დრამა ორი მთავარი პერსონაჟის ირგვლივ ვითარდება. გრეგორი, რომლის როლსაც ვენსან კასელი ასრულებს, შარმიანი და მისტიკური პერსონაა. იგი ქალებისა და ბავშვებისთვის დახურულ კომუნას ქმნის, სადაც ისინი მოწყვეტილნი არიან გარესამყაროს. პატარა ბიჭებს გრეგორი ბავშვ-ჯარისკაცებად ზრდის, მათ თავის გადარჩენასა და იარაღიდან სროლას ასწავლის. მაგრამ მალე მის უფროს ვაჟს, 12 წლის ალექსანდრეს, კითხვები უჩნდება მათი ცხოვრების წესის შესახებ...

"პარტიზანის" გადასაღები მოედანი 2013 წლის დეკემბერში საქართველოშიც მოეწყო. კერძოდ, გადაღებები თბილისში, ჭიათურასა და წყალტუბოში მიმდინარეობდა.

იხილეთ ვიდეო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება