როგორ იხსენებს ნათია დუმბაძე მეუღლის დაჭრის ამბავს

როგორ იხსენებს ნათია დუმბაძე მეუღლის დაჭრის ამბავს

ახლახან მომღერალ ნათია დუმბაძის მეუღლე დაჭრეს. ამის შესახებ მომღერალმა ''ფეისბუქის'' პირად გვერდზე დაწერა. როგორც გაირკვა, დუმბაძის მეუღლე ჩხუბს შეესწრო, სადაც მან ერთ-ერთი მოჩხუბრის დამშვიდება სცადა, რის შემდეგაც ჩხუბის მონაწილემ მას დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.

''კიდევ გამოუშვით ყ... ციხიდან, დანებითა და იარაღებით დადიან გარეთ. ქმარი დამიჭრეს, მოგ...თ მთავრობა!!!", - წერდა ნათია. მომხდართან დაკავშირებით და სხვა თემებზეც მომღერალთან ინტერვიუ ჩავწერეთ.

- ნათია, როგორ გრძნობს თავს შენი მეუღლე?

- ამჟამად კარგადაა. უკვე სახლშია და ყველაფერი ცუდი უკან დარჩა.

- მსგავსი კრიმინალური შემთხვევა არასდროს გქონია?

- ჩემთვის არასდროს არაფერი მოუპარავთ და მომხდარით აღშფოთებული ვიყავი. მთავარია, რომ ბაჩო ახლა კარგადაა და აღარაფერი გვაქვს სანერვიულო.

- საკმაოდ ძლიერი ადამიანი ყოფილხარ.

- მართლა ძლიერი ვარ, მაგრამ არის რაღაცები, რაშიც სუსტი ვარ. მაგალითად, სუსტი ვარ საკითხებში, რაც ოჯახსა და ახლობელი ადამიანის სიცოცხლეს შეეხება. მაგრამ იმ მომენტში, როდესაც ეს ამბავი მოხდა, მყარად და ფხიზლად ვიდექი, სამი დღის მერე მოვდუნდი და მივხვდი, რომ ძალიან დიდი რაღაც გადავიტანე. იმედი მაქვს, ჩემს და ჩემი მეუღლის ცხოვრებაში მსგავსი რამ არ განმეორდება.

- მეუღლე რას საქმიანობს?

- საკუთარი ბარი აქვს, მე კი წამოვედი ჩემი საყვარელი უნივერსიტეტიდან და ვარ არასამთავრობო ორგანიზაციაში.

- უნივერსიტეტში დიდხანს მუშაობდი, რატომ წამოხვედი?

- დაახლოებით ორი წელი ვიმუშავე, სტუდენტური ორგანიზაციების მენეჯერი ვიყავი. მინდოდა, სიახლე ყოფილიყო ჩემს საქმიანობაში და იანვრიდან დავიწყე მუშაობა არასამთავრობო ორგანიზაციაში. ახლა ავტორებსა და ცნობილ კომპოზიტორებთან ურთიერთობა მევალება.

- მომღერლობასა და არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობას როგორ ათავსებ? მეუღლესაც ეხმარები ბარში.

- მართლა ძალიან დაკავებული ვარ და ხანდახან ძალიან ვიღლები. სულ გამოუძინებელი ვარ, მაგრამ მაინც ვახერხებ ყველგან მუშაობას. დღისით სამსახურში ვარ და საღამოს ბარში. ჩემი შვილი დუდუ განიცდის უდედობას და ეს მაწუხებს. როგორც კი თავისუფალი დრო გამომიჩნდება, შვილთან ვატარებ. სხვა გზა არ მაქვს. თუ არ იმუშავე, ვერ იცხოვრებ. ჯობია, დაკავებული იყო და გქონდეს შემოსავალი, ვიდრე ის, რომ თანხა არ გქონდეს.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება