"ადგილზე, სადაც აფეთქება ხდება წარმოუდგენელი დნმ-ზე ლაპარაკიო" - "ფეისბუქში" გია სოსანაშვილის დაკავებას ეხმაურებიან

"ადგილზე, სადაც აფეთქება ხდება წარმოუდგენელი დნმ-ზე ლაპარაკიო" - "ფეისბუქში" გია სოსანაშვილის დაკავებას ეხმაურებიან

საქართველოს პროკურატურამ კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში აფეთქების შედეგად მოკლული იური ვაზაგაშვილის მკვლელობის ბრალდებით პოლიციის თანამშრომელი გია სოსანაშვილი დააკავა. ამ ფაქტს და პროკურატურის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურებიან.

გოგა ხაჩიძე, საპარლამენტო უმცირესობის წევრი:

"რად გვინდა უზენაესი სასამართლოს თავჯდომარის კანდიდატურაზე ფიქრი, ან საერთოდ სასამართლო რად გვინდა?!

პირდაპირ პროკურატურამ თქვას, ვინაა მკვლელი და ვინ არა.

რა, არ ვენდობით თუ რა...

პირველადი შთაბეჭდილება - რაღაც სისულელე გვითხრეს, განსაკუთრებით დნმ ანალიზთან დაკავშირებით...

დნმ-ის სინჯი ადგილიდან აიღეს, ანალიზი ჩაუტარეს, შემდეგ ამ დნმ-ის იდენტიფიცირება მოახდინეს და წალკის ყოფილი პოლიციელი დააკავეს?!

სგ, სგ, 4G?!

არ ვიცი...

იმედია, მალე უფრე მეტი გვეცოდინება...".

ეკა ხერხეულიძე, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი:

"ვერ ვიქნები პროკურატურის მსგავსი წინდაუხედავი, რომელმაც ეჭვმიტანილი პირდაპირ მკვლელად გამოაცხადა, მაგრამ გაუგონარი ამბავი ნამდვილად ხდება ჩვენს ქვეყანაში, თუკი, რა თქმა უნდა, მუნდირს აღარ აქვს მნიშვნელობა და მოქმედი პოლიციელი აყაჩაღებს ბანკს და შვილის საფლავზე აფეთქებს მამას. გაცილებით დიდი პრობლემის წინაშე ვდგავართ, ვიდრე ეს ორი კონკრეტული ფაქტი".

ნანუკა ჟორჟოლიანი, ტელეწამყვანი:

"გიორგი სანაიას მკვლელობის საქმე გამახსენდა. დაკავებული პოლიციელი იყო....

როდესაც ეს ხელისუფლება ოპოზიციაში იყო, ყველა გახსნილ საქმეს ეჭვქვეშ აყენებდა. ეს არ იყო სწორი. არ მინდა იგივე შეცდომა განმეორდეს. მაგარია ეს საქმე რომ გაიხსნა. ამ საქმის გახსნა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო. იმედია ასე გაიხსნება რაფალიანცის საზარელი მკვლელობა, ეროსის საქმეც. მთავარი და ყველაზე საინტერესოა მოტივი. საინტერესოა ასე რატომ გაიმეტა მკვლელმა იური ვაზაგაშვილი. შვილის საფლავზე მამა ააფეთქო, წარნოუდგენელი ამაზრზენი სადიზმია! იმედია მოტივსაც მალე გვეტყვიან...

მეც ვეთანხმები. ყველა მეუბნება, რომ ადგილზე, სადაც აფეთქება ხდება წარმოუდგენელი დნმზე ლაპარაკიო".

მარიამ საჯაია, საპარლამენტო უმცირესობის წევრი:

"მგონი უფრო მეტი კითხვა გააჩინეს, ვიდრე მათზე პასუხი.

მოტივი არ თქმულა - ანუ აუხსნელია სავარაუდოდ რატომ მოკლა, კონტრდაზვერვაც ახსენა - ანუ რაღაც დიდი ხლართის ნაწილად განიხილება. კიდევ ერთი სამართლებრივი დეტალი - უდანაშაულობის პრეზუმფციაც დაარღვია - "მკვლელი" დაკავებულიაო, არადა სასამართლოს ჯერ არ უმსჯელია".

ლალი მოროშკინა, სასჯელაღსრულების მინისტრის ყოფილი მრჩეველი:

"დიდი მადლობა პროკურატურის,შსს-ს,კონტრდაზვერვის ბიჭებს!

ახლა მთავარი დამკვეთის დაკავების დროა!!!"

დავით დარჩიაშვილი, "ნაციონალური მოძრაობის წევრი:

"გამოსავალი ერთია - იური ვაზაგაშვილის საქმეზე მოვითხოვოთ FBI-ს დასკვნა: ვაზაგაშვილი ამ მთავრობისათვის, ჩანს, ჟვანიაზე ნაკლები ფიგურა არ იყო და მისი დაღუპვაც არანაკლებ რეზონანსულია. მერე გავიგებთ იყო დნმ, არ იყო დნმ და ა.შ.

ეგებ ჯერ ის განმარტონ, როგორ შეიძლება ხელყუმბარა აქციო თვითფეთქებად ნაღმად? სინი იყო გაბმული, რომელსაც ფეხს წამოკრავდი და "ჩეკა" გამოძვრებოდა ხელყუმბარიდან, თუ როგორ?

თუ ეს სოსანაშვილი და დნმ საერთოდ არსებობს, გამოძიება მისსა და ვაზაგაშვილის ურთიერთობის გარკვევაზე უნდა მუშაობდეს. მაგრამ არ იმუშავებს".

ასევე დაგაინტერესებთ: "ვერ ვიჯერებ, რომ ვაზაგაშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი გიაა" - რას ყვებიან სოსანაშვილზე თანასოფლელები

ვინ არის იური ვაზაგაშვილის მკვლელობისთვის დაკავებული გია სოსანაშვილი - პროკურატურა მკვლელობის მოტივის შესახებ

"პირადი შურისძიება გამორიცხულია" - ვაზაგაშვილის ოჯახის ადვოკატი გია სოსანაშვილის დაკავების შესახებ

ირაკლი შოთაძე - "იზოლენტის" წებოვანმა გარსმა უზრუნველყო ის, რომ იური ვაზაგაშვილის მკვლელის დნმ-ის კვალი დარჩა

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს

"როგორც ჩანს, ვადამდელი არჩევნები უნდა "ოცნებას" - "ფეისბუქზე" ცვლილებების ჩაგდებას ეხმაურებიან