ავტორი:

"როგორც ჩანს, ვადამდელი არჩევნები უნდა "ოცნებას" - "ფეისბუქზე" ცვლილებების ჩაგდებას ეხმაურებიან

"როგორც ჩანს, ვადამდელი არჩევნები უნდა "ოცნებას" - "ფეისბუქზე" ცვლილებების ჩაგდებას ეხმაურებიან

პარლამენტმა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით კონტიტუციურ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით ჩააგდო.

პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას პირველი მოსმენით 101-მა დეპუტატმა, მათ შორის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დაუჭირეს მხარი. წინააღმდეგ კი 3 დეპუტატი წავიდა, თუმცა კვორუმი 113 ხმა იყო, რის გამოც კანონპროექტი ჩავარდა. თემას სოციალურ ქსელში ცნობილი ადამიანები ეხმაურებიან:

გია ნოდია, ექსპერტი:

"„ქართულმა ოცნებამ“ და ბიძინა ივანიშვილმა ხალხი კიდევ ერთხელ მოატყუა. ეს არის შეჯამება იმისა, რაც მოხდა.

ცხადია, ხელისუფლებას აქვს სათქმელი, რომ მმართველ პარტიაში შიდა დემოკრატიაა და ისინი თავიანთ უმცირესობას „ხელს არ უგრეხენ“. ეჭვი არ მეპარება, რომ ვინც უმრალესობიდან არ დაუჭირა მხარი საკონსტიტუციო ცვლილებას, პროპორციული სისტემა გულწრფელად არ მოსწონს.

მაგრამ გვაქვს სხვა პრეცედენტი - როცა მოსამართლეთა საკითხზე მოხდა აზრთა სხვადასხვაობა უმრავლესობის შიგნით, „ხელის გადაგრეხაც“ იყო, ხოლო ვინც არ გადაიგრიხა, „ქართული ოცნება“ დატოვა. თუ პროპორციული სისტემის მოწინააღმდეგეები უმრავლესობაში დარჩებიან, ეს ყველაფერი ისტორიას დარჩება, როგორც კიდევ ერთი ბიძინას კიდევ ერთი „ტრიუკი.“

ამ „ტრიუკის“ საბოლოო წარმატება დამოკიდებულია იმაზე, ჩამოყრის თუ არა ოპოზიცია ხელებს 2020 წლის არჩევნების წინ. ეს არასწორი იქნება".

გია ხუხაშვილი, ექსპერტი: "ბიძინამ ბიძინა გადააგდო..."

შოთა დიღმელაშვილი, აქცია "სირცხვილიას" ერთ-ერთი ორგანიზატორი:

"სამოქალაქო წინააღმდეგობა დაიწყო!

აუცილებელია სრული მობილიზაცია. ბიძინამ ღიად დაიკიდა ყოველგვარი ლეგიტიმაცია საზოგადოებისგან და თქვა, რომ ძალოვან კაბინეტს დააყრდნობს ძალაუფლებას. იგი არ ელის გამართლებას ხალხისგან. დადგეს პარტიაში მონების აჯანყების ცირკი.

"ქვეყნის სამსახურში" იწყებს პერმანენტულ აქციებს. არ დავიშლებით, სანამ ეს თოჯინების თეატრი საკუთარ გადაფურთხებულს არ ალოკავს. გამოვიყენებთ მშვიდობიანი წინააღმდეგობის ყველა ფორმას. დიდ პოლიტიკურ ფასს გადავახდევინებთ სამარცხვინო ტყუილში, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის გაბითურების მცდელობაში.

ვუცხადებთ დაუმორჩილებლობას უზურპატორს და მის მონებს. ჩვენ არ დავანებებთ ქვეყანას არცერთ სუვერენს. თავად ის ფაქტი, რომ ძალაუფლების დაკარგვის შიშით პროპორციული არჩევნები უკან წაიღეს ცხადყოფს, რომ იციან, მათ ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი მხარს აღარ უჭერს! ღიად იტაცებენ სახელმწიფოს.

გავარტყით საზოგადოებასო. პასუხი საზოგადოებაზეა. გელოდებით. ძალაუფლება ხალხს!".

ინგა გრიგოლია, ტელეწამყვანი:

"არც ერთი წამით არ შემპარვია ეჭვი, რომ საკითხს ჩააგდებდნენ. გუშინდელი ჩემი პოსტიც ამაზე დავწერე, დღევანდელი გადაწყვეტილება და ბოლო დღეების თამაში იყო კარგად დადგმული სპექტაკლი, ყველა ხვდებოდა. რომ პროპორციული არჩევნების შემოგდება 20 ივნისის გადასაფარად გადაწყდა, მოკლედ, როგორც ჩანს, ვადამდელი არჩევნები უნდა "ოცნებას"".

ირინა სარიშვილი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ყოფილი ლიდერი:

"ყურადღება! მიმდინარეობს სპექტაკლის მეორე განყოფილებისთვის მზადება. პირველ განყოფილებაში მონათა ერთმა ნაწილმა "ჩააგდო" პროპორციული სისტემაზე გადასვლა; მონათა მეორე ნაწილი ემზადება საპარლამენტო კრიზისის შესაქმნელად ვითომ შეურაცხყოფილი სახით საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებით.

მოსალოდნელია ვადამდელი არჩევნების თემის წამოწევა! ყველამ ვიცოდეთ: ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, ისევე როგორც დანიშნულ ვადაში ჩატარებული არჩევნები ამ საარჩევნო სისტემით და ამ ცენტრალური საარჩევნო კომისიით შედის ბიძინა ივანიშვილის ინტერესებში!

ეს ინფრომაცია განსჯისათვის ოპოზიციის საყურადღებოდ, სანამ მოგროვდებით სათათბიროდ!"

ნანუკა ჟორჟოლიანი, ტელეწამყვანი:

"უმრავლესობა დაშალა. ვადამდელს ჩალიჩობს ბიძო და იმედია რევოლუციას გაიჩალიჩებს. არჩევნები არა ტოლმა. არ აპირებს ეს კაცი წასვლას თუ არ გავაგდეთ".

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს