მოსკოვში სკოლის მოსწავლის გატაცებაში ეჭვმიტანილი ორი ქართველი დააკავეს

მოსკოვში სკოლის მოსწავლის გატაცებაში ეჭვმიტანილი ორი ქართველი დააკავეს

მოსკოვის კაპოტნიას რაიონში ორი ქართველი დააკავეს. ისინი ეჭვმიტანილები არიან სკოლის მოსწავლის გატაცებასა და მისი მშობლებისთვის 100 000 რუბლის გამოძალვაში. პოლიციის ცნობით, ეჭვმიტანილები 1992 და 1994 წლებში დაბადებული ქართველები არიან. ამის შესახებ "რია ნოვოსტი" რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება. გატაცებულის მშობელმა პოლიციას რამდენიმე დღის წინ მიმართა. მე-11 კლასელი მოსწავლის დედა ამბობს, რომ მისი შვილი "ტოიოტა-კამრის" მარკის ავტომობილში უცნობმა პირებმა ჩასვეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს, შემდეგ კი გატაცებულის მეგობარს დაურეკეს და გამოსასყიდი მოითხოვეს. როგორც გამოძიებამ დაადგინა, გატაცებული ტყვეობის პერიოდში მანქანაში ჰყავდათ. ის გამტაცებლების დაკავებამდე რამდენიმე წუთით ადრე გაათავისუფლეს.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა