ერაყის დედაქალაქში მომხდარ აფეთქებებს 15 ადამიანი შეეწირა, ათობით კი დაშავდა. "როიტერის" ცნობით, პირველი აფეთქება ბაღდადის ცენტრში მოხდა, რომელიც ძირითადად შიიტებითაა დასახლებული. მოგვიანებით კი დედაქალაქის შემოგარენში საავტომობილო გზაზე კიდევ ერთი ასაფეთქებელი მოწყობილობა გააქტიურდა. აფეთქებებზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია. ერაყში ე.წ "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლები შიიტ მოსახლეობას ხშირად ესხმიან თავს. ბოლო მსგავსი შემთხვევა გასულ კვირას მოხდა, რასაც 37 ადამიანი შეეწირა. მიუხედავად დაძაბული ვითარებისა, ერაყის მთავრობამ ბაღდადში 7 თებერვლიდან გრძევადიანი კომენდანტის საათი გააუქმა.