როგორ მოქმედებდა ამფეთქებელი და რა შეცდომა დაუშვა - სოსანაშვილის მოქმედების სავარაუდო სქემა

როგორ მოქმედებდა ამფეთქებელი და რა შეცდომა დაუშვა - სოსანაშვილის მოქმედების სავარაუდო სქემა

უახლესი| სასამართლომ გია სოსანაშვილს პატიმრობა შეუფარდა

8 თებერვალს პროკურატურამ განაცხადა, რომ იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია. უწყების ცნობით, ეჭვმიტანილი წალკის პოლიციის თანამშრომელი გია სოსანაშვილია. მთავარი პროკურორის მოადგილის ირაკლი შოთაძის განცხადებით, საფლავზე, სადაც ვაზაგაშვილი ააფეთქეს, გამომძიებლებმა იპოვეს აფეთქებული ხელყუმბარის ნაწილი, ე.წ. "ფალიის სახელური", ექსპერტიზით კი მასზე ადამიანის დნმ-ის კვალი აღმოაჩინეს.

შოთაძემ ასევე განმარტა, რა შეცდომა დაუშვა იური ვაზაგაშვილის აფეთქებაში ბრალდებულმა.

"ზოგი "ფალიას" რეზინით აბამს, ზოგი ძაფით, ზოგი "იზოლენტით", რომ თავიდან აირიდონ გაუთვალისწინებელი აფეთქებები. ამ შემთხვევაში მკვლელმა გამოიყენა "იზოლენტი". სწორედ "მისმა წებოვანმა გარსმა უზრუნველყო ის, რომ ამ სახელურზე დარჩა დნმ-ის კვალი. ეს არის მკვლელის შეცდომა. დასამალი არ არის, ჩვენ გაგვიმართლა. ასეთი გამართლება ბევრ საქმეზე არ ხდება", - განაცხადა შოთაძემ.

ბრალდებულის მოქმედების სავარაუდო სქემა ასეთია:

1) ხელყუმბარას დაახვია წებოვანი ლენტი.

2) გამოაძრო დამცავი რგოლი.

3) დააფიქსირა ხელყუმბარა და მისი სახელური სიმძიმის (ქვის ფილის) ქვეშ.

4) ფრთხილად ჩაჭრა წებოვანი ლენტი.

ამის შემდეგ იური ვაზაგაშვილი მიდის საფლავზე და ცდილობს გაასწოროს ადგილშენაცვლებული ფილა, რასაც მოქმედებაში მოჰყავს ხელყუმბარა.

თავად სოსანაშვილი ბრალს არ აღიარებს. თუმცა საგამოძიებო პროცედურები გრძელდება და არ არის გამორიცხული, მან გამოძიებას მნიშვნელოვანი ჩვენებები მისცეს და დაასახელოს საზარელი დანაშაულის დამკვეთები. პროკურატურის ერთ-ერთი ვერსიით, იური ვაზაგაშვილის აფეთქება, მისი შვილის, ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობას უკავშირდება. ამ საქმეზე კი 11 ყოფილი პოლიციელია დაკავებული, მათ შორის კრიმინალური პოლიცის ყოფილი ხელმძღვანელი ირაკლი ფირცხალავა.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ასევე დაგაინტერესებთ| ფოტო: იური ვაზაგაშვილის აფეთქებაში ბრალდებული სოსანაშვილი ყარაფილას სასაფლაოზე პოზირებს

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ