''ჩემი მეუღლის აქტიურობა მათ აღიზიანებთ, ვისაც მსგავსი ხელშეწყობა არ აქვთ…''

''ჩემი მეუღლის აქტიურობა მათ აღიზიანებთ, ვისაც მსგავსი ხელშეწყობა არ აქვთ…''

სალომე ბაკურაძეს კონკურსებში მონაწილეობის საკმაო გამოცდილება დაუგროვდა. ''ერთი ერთში'' კონკურსანტობა კი ნამდვილად საუკეთესო აღმოჩნდა, ვინაიდან გასულ კვირას პირველი ადგილი და ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიისგან ოროთახიანი ბინა დაიმსახურა. სალომეს გამარჯვების ამსახველი ფოტო პროექტის ''ფეისბუქის'' გვერდზე დაიდო, რის შემდეგაც მის გულშემატკივრებსა და სხვა კონკურნსატების ქომაგებს შორის ნამდვილი სიტყვიერი დაპირისპირება წარიმართა. ერთ-ერთი თემა ის გახლდათ, რომ სალომეს მეუღლე, ლაშა ბასლანძე, ''ჯიდიესზე'' მუშაობს და ეს იყო მისი გამარჯვების განმაპირობებელი. ამას წინათ ბერა ივანიშვილმაც ისაუბრა ''ერთი ერთშის'' შესახებ და სალომე დაუფარავად გამოაცხადა თავის ფავორიტად.

მომღერალს გამარჯვება მივულოცეთ და, რა თქმა უნდა, ამ თემებზეც დავუსვით შეკითხვები.

-ვერ ვიტყვით, რომ არ მოელოდი გამარჯვებას, ვინაიდან მთელი დღის განმავლობაში, საღამომდე, ლიდერი იყავი მესიჯებით.

-სასიამოვნო იყო ეს გამარჯვება, მაგრამ მაინც სანერვიულო. მიუხედავად იმისა, რომ უკვე ფინალში ვიყავით და ყველა საპრიზო ადგილი კარგი იყო. ჩემს მეგობართან, ნინი წიკლაურთან ერთად დავრჩი და ჩვენგან რომელი გაიმარჯვებდა, არ ჰქონდა მნიშვნელობა, როგორც აღმოჩნდა, მღელვარებას ვერსად წაუხვალ. ნერვიულობისგან ვკანკალებდი. როცა ორი ადამიანი რჩება, ელოდები, რომ ან შენ გაიმარჯვებ, ან -ის, და გამარჯვებას უდიდესი სიხარული მოაქვს.

-თავიდან თუ ფიქრობდი, რომ გაიმარჯვებდი?

-არა, თავიდანვე გამარჯვებაზე არ მიფიქრია და მიზანმიმართულად არ განმიცხადებია, აქ მოსაგებად მოვედი-მეთქი. მინდოდა საკუთარ თავში დარწმუნება, მსურდა, რომ ყველა გამოსვლა დასამახსოვრებელი და კარგი ყოფილიყო. ყველას ჰქონდა გამარჯვების შანსი, მე ჩემი გამოვიყენე და აღმოვჩნდი გამარჯვებული.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება