უკრაინაში იძულებით გადაადგილებულ პირთა რიცხვმა მილიონს მიაღწია

უკრაინაში იძულებით გადაადგილებულ პირთა რიცხვმა მილიონს მიაღწია

უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონში მიმდინარე კონფლიქტის შედეგად, იძულებით გადაადგილებულ პირთა რიცხვმა მილიონს მიაღწია. ამის შესახებ უკრაინული მედიის ცნობით, სოციალური პოლიტიკის მინისტრმა, პავლო როზენკომ განაცხადა.

"ადგილობრივებისათვის ვითარება ძალიან რთულია. უკრაინა არასოდეს მოელოდა, რომ მსგავსი სიტუაცია შეიქმნებოდა, პრაქტიკულად ჩვენ გვყავს მილიონამდე იძულებით გადაადგილებული პირი, რომლებსაც საცხოვრებელი, სოციალური დახმარება და მუშაობა სჭირდებათ", - განაცხადა როზენკომ.

უკრაინის სოციალური პოლიტიკის სამინისტროს ინფორმაციით, იძულებით გადაადგილებული პირებისთვის საცხოვრებლის უზრუნველყოფისა და კომუნალური მომსახურების ხარჯებმა 528 მილიონი დოლარი შეადგინა. დახმარება 240 000-მა ოჯახმა უკვე მიიღო.

"ინტერპრესნიუსი"სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა