მინსკში დონბასის კრიზისის შესახებ მოლაპარაკებები გაფართოებული ფორმატით გრძელდება

მინსკში დონბასის კრიზისის შესახებ მოლაპარაკებები გაფართოებული ფორმატით გრძელდება

მინსკში "ნორმანდიული ოთხეულის" შეხვედრას, რომელიც უკვე რამდენიმე საათია მიმდინარეობს, გერმანიის, საფრანგეთის, უკრაინისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები შეუერთდნენ . შესაბამისად, დონბასის კრიზისის შესახებ მოლაპარაკებები გაფართოებული ფორმატით გრძელდება.

მანამდე, რუსულმა და უკრაინულმა საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მოლაპარაკებათა ოთახი დატოვა და მეორე სართულისკენ გაემართა. ოთახთან მდგომი ჟურნალისტების ინფორმაციით, ამას წინ უძღოდა პოროშენკოსა და პუტინის საუბარი, რომლის დროსაც ისინი ერთმანეთს რაღაცას ემოციურად უხსნიდნენ.

უკრაინის პრეზიდენტი მოლაპარაკებათა ოთახში რამდენიმე წუთში დაცვასთან ერთად უკანვე დაბრუნდა.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა