თურქეთი რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის დაწესებულ სანქციებს არ შეუერთდება

თურქეთი რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის დაწესებულ სანქციებს არ შეუერთდება

თურქეთი რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს არ შეუერთდება. ამის შესახებ გერმანულ გამოცემა Zeit-თან ინტერვიუში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა.

"ჩვენ არ ვართ ვალდებული შევუერთდეთ ევროკავშირის სანქციებს, რუსეთი ჩვენი მთავარი სავაჭრო პარტნიორია, თუ საჭირო გახდება, ზომებს დამოუკიდებლად მივიღებთ", - განაცხადა ჩავუშოღლუმ.

მისივე თქმით, ევროპა არასწორად იქცევა სანქციების დაწესების კუთხით, მაშინ როდესაც ევროპელი ბიზნესმენები რუს კოლეგებთან თანამშრომლობას განაგრძობენ.

"გერმანია ან რომელიმე ევროპული ქვეყანა უარს იტყვის რუსულ გაზზე? მოდით რეალისტები ვიყოთ. ყველა ქვეყანამ თავისი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე უნდა იმოქმედოს" - აღნიშნა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

"ინტერპრესნიუსი"სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა