"სასწაული მოხდა ჩემს ცხოვრებაში" - როგორ აღნიშნეს ქართველმა ცნობილმა გოგონებმა ვალენტინობა და რა საჩუქრები მიიღეს საყვარელი მამაკაცებისგან

"სასწაული მოხდა ჩემს ცხოვრებაში" - როგორ აღნიშნეს ქართველმა ცნობილმა გოგონებმა ვალენტინობა და რა საჩუქრები მიიღეს საყვარელი მამაკაცებისგან

14 თებერვალს მსოფლიო სიყვარულის დღეს აღნიშნავს. ქართველების უმეტესობა ამ დღის მიმართ სკეპტიკურად არის განწყობილი, თითქოს არ აღიარებენ, მაგრამ საჩუქრებს სხვებისგანაც იღებენ და თავადაც უკეთებენ სურპრიზს საყვარელ ადამიანებს. "ამბები.გე" დაინტერესდა თუ როგორ აღნიშნეს ქართველმა ცნობილმა გოგონებმა სიყვარულის დღე.

ანი გიუნტერი (ტელეწამყვანი):

- როგორ შეხვდი სიყვარულის დღეს?

- სიყვარულის დღეს ძალიან კარგად შევხვდი. ერთ-ერთ კლინიკაში თურქ სპეციალისტებთან ერთად, ვენების ოპერაცია გავიკეთე. ზაფხულის თერმო პროცედურებმა დამიზიანა ვენები, ამიტომ საკუთარი ინიციატივით, გადავწყვიტე მინი ოპერაცია გამეკეთებინა. "ფეისბუქზე" შევიტყვე, რომ შესაძლებელი იყო ამ პრობლემის მოგვარება და გავიკეთე ოპერაცია. არ მინდოდა ოპერაციის ლაზერით გაკეთება, რადგან ლაზერის შემდეგ პიგმენტი იცვლება და ფალაგები ჩნდება. ამის ცუდი გამოცდილება უკვე მაქვს. დღეს უკვე გამომწერეს კლინიკიდან და თავს არაჩვეულებრივად ვგრძნობ.

ანუნა მდივნიშვილი (მოდელი, მომღერალი):

- როგორ შეხვდი სიყვარულის დღეს?

- ვალენტინობას ჩემი დაბადების დღე არის და ყოველთვის განსაკუთრებულად ავღნიშნავ, მაგრამ ბოლო ორი წელია ჩემს საყვარელ ადამიანთან ერთად ვხვდები ამ დღეს. წელსაც ერთად გავატარეთ ეს დღესასწაული, თბილი და სასიამოვნო საღამო იყო. 14 თებერვალი ორმაგად სასიამოვნო დღე არის ჩემთვის, მიხარია მსოფლიო რომ აღნიშნავს ჩემს დაბადების დღეს (იცინის).

- რა სურპრიზი მოგიწყოთ საყვარელმა ადამიანმა?

- რაც მინდოდა ყველაფერი მაჩუქა ჩემმა შეყვარებულმა (იცინის). რომანტიული საჩუქრები, გულები და ფრანების ნიკუშას არ უყვარს, ერთადერთხელ იყო, როცა არ ველოდებოდი ფეირვერკები მომიწყო. არ არის რომანტიული ადამიანი, მაგრამ ისეთი თბილი და საყვარელია, მე სავსებით მაკმაყოფილებს. მასთან კომფორტულად ვარ და გულები საერთოდ არ მჭირდება. ის სულ ცდილობს ჩემს გახარებას.

თამუნა მუსერიძე (ტელეწამყვანი):

- სად შეხვდით სიყვარულის დღეს?

- სიყვარულის დღეს სცენაზე შევხვდი "მისტერ ვალენტინთან" ერთად, საღამოს წამყვანი მე ვიყავი. სიყვარულის დღეს ვიყავი რუსთაველის თეატრში სპექტაკლის პრემიერაზე და შემდეგ ლაშა ღლონტის საღამო მიმყავდა.

- ცნობილია, რომ შენ და მსახიობი სანდრო მიკუჩაძეზე შეყვარებულები ხართ, რა სურპრიზი მოგიწყოთ სანდრომ სიყვარულის დღეს?

- საიდან არის ცნობილი?

- "ფეისბუქზე" ხშირად დებთ მასთან ერთად გადაღებულ ფოტოებს...

- ბევრ ფოტოს ვდებ? არ მინდა ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხის გაცემა.

- სანდრომ სურპრიზი მოგიწყოთ სიყვარულის დღეს?

- რატომღაც 14 თებერვალს სურპრიზებს ყოველთვის მოკლებული ვარ. უცნაური ფაქტია, მაგრამ სახლის კართან დამხვდა ყვავილები და "სვაროვსკის" ბრელოკი, ოღონდ ვისგანაც ველოდი იმისგან არ ყოფილა ეს საჩუქარი.

მარიამ კუბლაშვილი (ადვოკატი, "ცეკვავენ ვარსკვლავების" გამარჯვებული):

- მარიამ, როგორ აღნიშნეთ სიყვარულის დღე?

- 14 თებერვალს დედაჩემის დაბადების დღეა და შესაბამისად სასიყვარულო განწყობა მაქვს ამ დღეს.

- საყვარელმა ადამიანმა რა სურპრიზი მოგიწყოთ?

- ეს დღე შეხსენებაა ადამიანებისთვის დააფასონ ერთმანეთი, მოუწყონ სურპრიზები და ხშირად უთხრან მიყვარხარ. ამ ვალენტინობას სასწაული მოხდა ჩემს ცხოვრებაში, თუმცა დეტალებს ვერ გავამხელ.

ლიკა ყაზბეგი, დიზაინერი:

- ლიკა, ცნობილია, რომ თქვენი მეუღლე პატიმრობაშია, როგორ მიულოცეთ ერთმანეთს სიყვარულის დღე?

- მე მინდოდა სიურპრიზი გამეკეთებინა და 14-ში წავსულიყავი მასთან, მაგრამ სამწუხაროდ კანონი, ისეა მოწყობილი, რომ ცოლ-ქმარს ხშირი ნახვის უფლებას არ აძლევს და ეს ძალიან ცუდია. ბევრი რამ არის შესაცველელი და გამოსასწორებელი. სამწუხაროდ ჩანაფიქრი ვერ შევასრულე. სამაგიეროდ, ფბ-ზე ის ფოტო დავდე, რომელიც გიორგის ძალიან უყვარს და მე "ვმალავდი'' ამდენ ხანს. რომ ვუთხარი, ძალიან გაეხარდა. ის ციხიდანაც ახერხებს ჩემს გაოცებას, დიდი წითელი ვარდები გამომიგზავნა და დამირეკა კიდეც.

- როგორ აღნიშნეთ სიყვარულის დღე მის გარეშე?

- მე და ჩემი მეუღლე ამ დღეს დავქორწინდით და უფრო ჩვენი შეუღლების იუბილეებს ავღნისნავთ ხოლმე, ვიდრე ვალენტინობას. მეგობრები მეწვიენ და სახლში შევხვდით. თან ის ხალხი იყო, ვინც ძალიან უყვარს. ჩვენი მეჯვარე; არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი - ნიკოლოზ მაღალდაძე. მსახიობები; მაია ლომიძე და გიორგი დევაძე... ყველაფერს ვიღებ ხოლმე ვიდეოზე და ვუგზავნი, რომ ამით მაინც შევუვსო ჩვენთან არყოფნის დანაკლისი.

თამარ ბოჭორიშვილი

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება