დანიაში მომხდარი თავდასხმის ავტორს კრიმინალური წარსული ჰქონდა

დანიაში მომხდარი თავდასხმის ავტორს კრიმინალური წარსული ჰქონდა

დანიური პოლიციის განცხადებით, ადამიანი, რომელიც კოპენჰაგენის სინაგოგაში შეიარაღებული შეიჭრა, 22 წლის, დანიაში დაბადებული და სამართალდამცავებისთვის უკვე ნაცნობი პიროვნება იყო.

თავდამსხმელი ორშაბათ დილით პოლიციამ მოკლა. მისი ვინაობა ჯერჯერობით არ არის დადასტურებული. სინაგოგის დაცვა და კინორეჟისორი გარდაიცვალნენ. პოლიციის 5 ოფიცერი დაშავდა. პოლიცია თვლის, რომ თავდამსხმელი მარტო მოქმედებდა. წარსულში, დამნაშავე კრიმინალურ ბანდებთან კავშირში და ძალადობრივ ქმედებებში იყო ბრალდებული.

მედიაში ამბობენ, რომ თავდამსხმელის სახელი ომარ ელ ჰუსეინი იყო, მაგრამ პოლიცია ჯერ არ ადასტურებს მის იდენტობას. თავდასხმა შაბათს დაიწყო, როდესაც შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გაუხსნა კაფეს, სადაც თავისუფალ სიტყვაზე მიმდინარეობდა სემინარი. სემინარს კითხულობდა ანიმატორი, რომელიც წინასწარმეტყველი მუჰამედის კარიკატურებს ხატავდა.

მომზადებულია bbc.com-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა