კოპენჰაგენში თავდამსხმელი მოკლეს

კოპენჰაგენში თავდამსხმელი მოკლეს

დანიის პოლიციის ცნობით, კოპენჰაგენში თავდასხმები 22 წლის მამაკაცმა მოაწყო, რომელიც დანიაში დაიბადა და არაერთ დანაშაულთან კავშირითაა ცნობილი. ამის შესახებ "ბიბისი" იტყობინება. დანიურ მედიაში გავრცელებული ცნობით, მისი სახელი ომარ ელ-ჰუსეინია, თუმცა, პოლიცია მის ვინაობას არ აკონკრეტებს. დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში შეიარაღებული მამაკაცი შაბათს ერთ-ერთ კაფეში შეიჭრა, სადაც ისლამსა და სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით დებატები მიმდინარეობდა. სროლის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 3 დაიჭრა. მოგვიანებით უცნობი მამაკაცი სინაგოგას დაესხა თავს. თავდასხმას აქაც მსხვერპლი მოჰყვა. დაიღუპა ებრაელი მამაკაცი, ორი სამართალდაცველი კი დაშავდა.

თავად თავდამსხმელი პოლიციამ გუშინ დილით მოკლა. სამართალდამცველების ცნობით, დამნაშავე მარტო მოქმედებდა. მანამდე კი მას არაერთ დანაშაულში სდებდნენ ბრალს, მათ შორის კრიმინალურ დაჯგუფებებთან კავშირსა და იარაღით უკანონოდ ვაჭრობაში.

"ინტერპრესნიუსი"სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა