რუს პოლიციელებს საზღვარგარეთ წასვლა აეკრძალათ

რუს პოლიციელებს საზღვარგარეთ წასვლა აეკრძალათ

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშომლებისთვის, უწყების ხელმძღვანელის, ვლადიმირ კოლოკოლცევის მიერ მიღებული ბრძანებულების თანახმად, საზღვარგარეთ გამგზავრებასთან დაკავშირებით ახალი შეზღუდვები გავრცელდა. ამიერიდან, მათ დასვენება მხოლოდ დსთ-ს ქვეყნებში მოუწევთ (უკრაინის გამოკლებით), ასევე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების თანახმად, რუსეთის საზღვრის დატოვება შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა ტესტირებულ თანამშრომელს აეკრძალება.

რუსეთის შინაგან სქმეთა სამინისტროში ახალ აკრძალვებს იმით ხსნიან, რომ უწყების თანამშრომლები სახელმწიფო სამსახურში იმყოფებიან, რომელიც მათ "განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს, მათ შორის რიგ აკრძალვებს, რომლებიც სახელმწიფოს საიდუმლოების დაცვას უკავშირდება".

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ თანამშრომლები ახალ აკრძალვას "გაგებით" მოეკიდნენ, მით უმეტეს, რომ რუსეთის ტერიტორიაზეც საკმარისი ადგილია დასასვენებლად".

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა