როგორ გაექცა მსახიობი ელისაბედ ჩერქეზიშვილი მოძალადე ქმარს

როგორ გაექცა მსახიობი ელისაბედ ჩერქეზიშვილი მოძალადე ქმარს

ელისაბედ ჩერქეზიშვილი ქართული კინოსა და თეატრის ერთერთი გამორჩეული სახე, მაკარის დედა ფილმიდან ''ქეთო და კოტე''და ''ხანუმა'', რომელიც სხვადასხვა თეატრალურ სივრცეში უთამაშია. ვისაც მსახიობის წიგნი ''ჩემი მოგონებანი'' წაუკითხავს, მასზე ძალიან მძიმე შთაბეჭდილებას დატოვებდა, ვინაიდან მსახიობი თავისი ტრაგიკული ბედის შესახებ დაუფარავად ჰყვება.

მათ შორის იმასაც, თუ როგორ გაათხოვეს იძულებით 15 წლის ასაკში და როგორ დაუნდობლად ექცეოდა მასზე გაცილებით უფროსი ქმარი. არასრულწლოვან ლიზას ქმრის მიმართ გრძნობა არ ჰქონდა და გაუსაძლის პირობებში ცხოვრებას სამი წლის შემდეგ მშობლების სახლში დაბრუნებით დააღწია თავი. შემდეგ ჭეშმარიტი სიყვარული ეწვია, იყო შეხმატკბილებული თანაცხოვრება, სცენაზე როლები, იწვევდნენ ფილმებშიც, თუმცა, ბედნიერება მისთვის მაინც მიუწვდომელი აღმოჩნდა...

შემოდგომა იდგა, სოფელ ტირძნისში, ნათესავის ქორწილში მიპატიჟებულმა 14 წლის ელისაბედ ჩერქეზიშვილმა, ჩითის წითელი კაბასა და ''ბაშმაკებში''გამოწყობილმა, ლეკური ჩამოუარა და ყველა სტუმრის ყურადღება მიიქცია. მათ შორის იყო გიგა მაჩაბელი, რომელმაც პატარა მოცეკვავე შენიშნა და მის ოჯახს მაჭანკლები მიუგზავნა.

გოგონა უარზე იყო, ნერვიულობისგან სამი დღე სიცხიანი ლოგინში იწვა, დედას, დეიდას, ბიძას სთხოვდა, არ გაეთხოვებინათ იმ კაცზე, რომელიც სრულიად არ მოსწონდა, მაგრამ საპასუხოდ ისმენდა: ''მისთხოვდი, თავადიშვილია, კნეინა გახდებიო''.

ერთადერთი მამამისს ეჭირა შვილის მხარე, თუმცა მისი გადარწმუნება ცოლმა და ნათესავებმა შეძლეს. კაცს ქალიშვილისთვის უთქვამს, შვილო, ბედნიერი იყავი, ქორწილს მე ვერ დავესწრებიო და რამდენიმე დღით საკუთარ სახლს გაეცალა. ლიზას თხოვნამუდარამ რომ არ გაჭრა, 35 წლის გიგა მაჩაბელი ''ერთი თავი შაქრითა და ფოჩიანი დახატული

კანფეტებით''ჩერქეზიშვილების ერთადერთი ქალიშვილის დასანიშნად გაეშურა. ჯვრისწერაზე ლიზას გათხოვებაზე უარის თქმა უნდოდა, მაგრამ ძალუამ გადაულაპარაკა, არ გაბედო, ასე იტყვიან, უნამუსოა, ეკლესიიდან გამოექცათო. ლიზაც ბედს დაემორჩილა.

კნიაზის ''სასახლე''არ გამოიყურებოდა ისე, როგორც აღწერდნენ: სამი ფიცრის მიგრეხილმოგრეხილი ოთახი, მოაჯირჩამტვრეული აივანი, კიბის ათი საფეხურიდან ხუ თიღა შემორჩენილიყო, ოთახებში იდგა ორი ტახტი, სამი სკამი, ერთი კიდობანი და კედელზე თოფი ეკიდა.

მაზლები და რძლები თბილად შეხვდნენ, მაგრამ მალე მეუღლემ ცოლს მათთან დალაპარაკებაც კი აუკრძალა და სახლში გამოკეტა: ''მაგათ არ აყვე, თორემ დაგიბნელებ დღესაო'', თანაც დაამატებდა: ''ჩტოჟე''. ამ სიტყვას ხშირად ხმარობდა, არ ვიცი, რაში სჭირდებოდა, წერდა ელისაბედ ჩერქეზიშვილი.

ელისაბედი ბავშვობიდან ოცნებობდა სწავლაგანათლებაზე, სცენაზე დგომის სურვილიც ჰქონდა, მაგრამ, რასაკვირველია, ქმართან ამის შესახებ სიტყვა ვერ დასცდებოდა. მაჩაბელი სვამდა, მერე აღმადაღმა დააჭენებდა ცხენს და გლეხებს აწიოკებდა. ამასობაში ლიზა დაორსულდა, მაგრამ გოგონა დაბადებიდან ოთხ დღეში დაიღუპა. სიძის სახლში დედამისი დაადგა მომვლელად და მძიმე მშობიარობის შედეგად დასუსტებულ შვილს ის უვლიდა, თუმცა მალე დედაშვილს სახადი დაემართა და მათი ერთადერთ პატრონი მოახლე გოგო ანო იყო.

გამოჯანმრთელდნენ თუ არა, კნიაზმა სიდედრი სახლიდან გააგდო. მალე ელისაბედი ხელმეორედ დაორსულდა, თუმცა ამ ფაქტს სიხარულით არ შეხვედრია, ნატრობდა, მშობიარობას გადაჰყოლოდა, თავის მოკვლაზეც არაერთხელ უფიქრია. ბოლო წვეთი მორიგი ეჭვიანობის სცენა აღმოჩნდა: ''ერთ საღამოს მაზლის ცოლმა ჩაიზე დამპატიჟა. მაზლები კაკლის ქვეშ ნარდს თამაშობდნენ... შემოდგომის წყნარი და მზიანი დარი დაჩაგრულ გულს ცოტაოდნად მიხალისებდა.

გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება