გია ბაღაშვილი მესამე გოგოს მამა გახდა - ''ბაბუკა'' მათთვის საცეკვაო კომპოზიციებს ასრულებს გიტარაზე''

გია ბაღაშვილი მესამე გოგოს მამა გახდა - ''ბაბუკა'' მათთვის საცეკვაო კომპოზიციებს ასრულებს გიტარაზე''

გია ბაღაშვილისა და თამუნა ტაბატაძის ოჯახს კიდევ ერთი შვილი - მესამე გოგო, მარიამი შეემატა, წყვილთან ინტერვიუ სწორედ ამ სასიამოვნო სიახლის შესახებ ჩავწერეთ, ფოტოები კი ბაღაშვილების ოჯახმა აკო ხარისთვალაშვილის ''აი სი სტუდიო''-ში სპეციალურად ''რეიტინგისთვის'' გადაიღო.

- საუბარი მარიამით დავიწყოთ. გვითხარით, როდის დაიბადა?

გია:

- მარიამი 12 დეკემბერს, შუადღეს დაიბადა. გულის ფანცქალით ველოდებოდით ამ საოცარ ამბავს და მანამდე ერთი რიგითი, კალენდარული დღე, მთელი ჩვენი ოჯახისთვის დღესასწაულად გადაიქცა.

- მამა ხომ არ დასწრებია მშობიარობას?

თამუნა:

- ისევე, როგორც წინა ორ შემთხვევაში, გია ამჯერადაც არ დასწრებია მშობიარობას, ჩემი სურვილი ასეთი იყო. ძალიან განიცდიდა, ასეთ მდგომარეობაში რომ მხედავდა, ამიტომაც არ მინდოდა, ზედმეტად ენერვიულა.

გია:

- ჩვენ შემთხვევაში უცნაურად არის საქმე. იმის ნაცვლად, რომ მშობიარობის წინ მე დავამშვიდო თამუნა, აქეთ მამშვიდებს (იცინის). ახლაც ასე იყო, მე გარეთ ველოდებოდი, თვითონ თურმე უკვე სამშობიარო ბლოკში იყო გადაყვანილი. დამირეკა და მითხრა, მშვიდად იყავი, ჯერ არაფერი ხდება, არ ინერვიულოო. ხუთ წუთში დამირეკა და მახარა გილოცავ, შენი გოგო უკვე გულზე მაწევსო.

გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება