გაეროს მონაცემებით, 2014 წლის განმავლობაში ავღანეთში 3 699 ადამიანი დაიღუპა

გაეროს მონაცემებით, 2014 წლის განმავლობაში ავღანეთში 3 699 ადამიანი დაიღუპა

2014 წლის განმავლობაში ავღანეთში თავდასხმების შედეგად გარდაცვლილი და დაშავებული მშვიდობიანი მოქალაქეების რიცხვი გასულ წლებთან შედარებით 22 პროცენტით გაიზარდა. ამ მონაცემებს გაერო აქვეყნებს. ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, 2014 წლის განმავლობაში სულ ავღანეთში 3 699 ადამიანი დაიღუპა, 6 849 კი დაშავდა. "2009 წლის შემდეგ ეს ყველაზე დიდი მაჩვენებელია", - აცხადებენ გაერო-ში.

გაერო-ს მონაცემების მიხედვით, 2014 წელს, მშვიდობიან მოქალაქეთა უფრო დიდი ნაწილი "თალიბანსა" და სამთავრობო ძალებს შორის ბრძოლას შეეწირა, ვიდრე გზებზე დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობების გააქტიურებას.

"ინტერპრესნიუსი"

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა