''ძილის წინ მოწერილი მესიჯი: ''მიყვარხარ" მაღიზიანებს... არასდროს მეგონა, თუ ამ სიტყვებს ვიტყოდი...''

''ძილის წინ მოწერილი მესიჯი: ''მიყვარხარ" მაღიზიანებს... არასდროს მეგონა, თუ ამ სიტყვებს ვიტყოდი...''

პასუხისმგებლობით სავსე დილა

ძილისგუდა ვარ, ამიტომ მინიმუმ რვა საათს მძინავს, თუმცა გვიან არ ვიძინებ და შესაბამისად, ადრე ვდგები. საკუთარ თავზე ავიღე ჩემი უმცროსი დის სკოლაში წაყვანის პასუხისმგებლობა. საუბედუროდ, ყველა სხვა ბავშვისგან განსხვავებით, ბუბუს სწავლა ცხრის ნახევარზე ეწყება. სკოლის მძღოლის ფუნქციას ვითავსებ, მის მეგობრებსაც ვაკითხავ და ყველა ერთად მიმყავს გაკვეთილებზე დასასწრებად. სწორედ ამიტომ დავუმეგობრდი მაღვიძარას. საჭესთან მჯდარს ისეთი საშინელი ვარცხნილობა მაქვს, ვინმემ რომ დამინახოს, შეეშინდება! სახლში დაბრუნებული მშვიდად ვახერხებ მოწესრიგებას, შხაპს ვიღებ, ვიცვამ, ფინჯან ყავას ვსვამ და კომპიუტერში საყვარელ სერიალს ვუყურებ.

დროის მონაკვეთი საქმისთვის, რომელიც მიყვარს

შუადღეს სულ ვმუშაობ. გადაღებები, ინტერვიუები და ფოტოსესიები ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ამჟამად გატაცებული ვარ შოუთი, რომელიც ''კომედი არხზე''გადის. იგი ქალების პატარ-პატარა ისტორიებზეა აგებული. სიუჟეტები გამუდმებით იცვლება, ამიტომაც როლების შესრულება სახალისო და საინტერესოა.

საღამო და დამსახურებული დასვენება

სამსახურის შემდეგ, თუ ძალიან დაღლილი ვარ, სახლში ვბრუნდები და ჩემი სერიალის ყურებას ვაგრძელებ. რა მოსაწყენი ადამიანი ვარ, არა? სხვა შემთხვევაში მეგობრებთან ერთად ვსეირნობ ან გასართობად მივდივარ. მიყვარს ადგილები, სადაც ადამიანი თვალს წყალს დაალევინებს (ამ ფრაზას ხშირად ვიყენებ საუბრისას). ლამაზი და მშვიდი გარემო კარგ განწყობას მიქმნის, თუმცა იმდენად წყნარი სიტუაცია არ უნდა იყოს, რომ გვერდით მაგიდაზე ჩვენი საუბარი გაიგონონ.

გარდამავალი წუთი ძილსა და სიფხიზლეს შორის

ჩაძინებამდე ვფიქრობ მომავალ დღეზე, ვაწყობ გეგმებს, ვირჩევ, რა ჩავიცვა და თმა როგორ გავიკეთო. თავში სისულელეებიც მომდის ხოლმე.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება