''ევროვიზიის'' ქართული ისტორია - ყველაზე სექსუალური, სკანდალური და ''შერცხვენილი''

''ევროვიზიის'' ქართული ისტორია - ყველაზე სექსუალური, სკანდალური და ''შერცხვენილი''

''ევროვიზიის'' შექმნის იდეა 1955 წელს ევროპის სამაუწყებლო კავშირის მონაკოს შეხვედრაზე გაჩნდა. კონკურსის მთავარი იდეა ცივი ომის შემდეგ დანაწევრებული ევროპის სიმღერით გაერთიანება და ხალხის შოკიდან გამოყვანა გახლდათ.

პირველი კონკურსი 1956 წლის 24 მაისს შვეიცარიაში, ქალაქ ლუგანოში ჩატარდა და მასში მხოლოდ შვიდი ქვეყანა მონაწილეობდა, თუმცა ყოველწლიურად იმატებდა იმ ქვეყნების რიცხვი, რომლებსაც სიმღერით უნდოდათ თავის წარმოჩენა და ეს რიცხვი განსაკუთრებულად საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ გაიზარდა.

ევროკონკურსს საქართველო მოგვიანებით, 2007 წელს შეუერთდა. ამის მიზეზი კი, პოლიტიკის გარდა, იყო საკმაოდ გვარიანი თანხა, რომელიც სახელმწიფოს კონკურსანტის სათანადოდ მომზადებისთვის უნდა გაეღო და ბოლოს ეს ფუნქცია ''საზოგადოებრივ მაუწყებელს'' გადაულოცეს.

2007 წელს ფინეთში საქართველოდან სოფო ხალვაში გაემგზავრა. ''ახალ ტალღაზე'' მოპოვებული წარმატების შემდეგ კონკურსის ქართულმა მხარემ იფიქრა, რომ წითელ კაბაში გამოწყობილ ლამაზთვალება მომღერალს ევროპა გულში ჩაიკრავდა, მაგრამ პირველი წელს მე-12 ადგილზე გავედით. თუმცა დღევანდელი გადასახედიდან სოფოს გამოსვლა ნამდვილად წარმატებულია, რადგან მისი შედეგის გაუმჯობესება ძალიან ცოტამ შეძლო.

2008 წელი იღბლიანი აღმოჩნდა რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერლისთვის. დიანა ღურწკაია სპორტის სასახლეში გამართული კონკურსის შედეგად შეარჩიეს. სხვათა შორის, როგორც ყველა კონკურსს საქართველოში, ''ევროვიზიის'' შიდაშესარჩევ ტურებსაც ყოველწლიურად უამრავი სკანდალი ახლდა.

გამარჯვებულის ვინაობა მომღერლებმა და ჟურნალისტებმა ხშირად კონკურსამდე სამი თვით ადრე ვიცოდით. ასე იყო ღურწკაიას შემთხვევაშიც. ყველამ იცოდა, რომ რუსეთიდან ტყუილად არ ჩამოიყვანდნენ. მომღერალს მშვიდობაზე სიმღერა დაუფასეს და ''ევროვიზიაზე'' იმ წელს მე-11 ადგილზე გავედით.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება