"სინამდვილეში ვის ემსახურება მიხეილ სააკაშვილი?"

"სინამდვილეში ვის ემსახურება მიხეილ სააკაშვილი?"

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი სალომე ზურაბიშვილი უკრაინაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ანტირუსულ რიტორიკას აფასებს.

"კიდევ ერთხელ კითხვა ისმის ... ანტი რუსული რეტორიკის მიღმა სინამდვილეში ვის ემსახურება მიხეილ სააკაშვილი? უკრაინელების წაქეზება ამერიკულ იარაღის მიღების იმედით მხოლოდ მისცემს რუსეთს ახალ არგუმენტს ("ამერიკელებიც ეხმარებიან თავიანთ "პროტეჟეებს" და ჩვენც!") რათა შექმნან ყალბი პარალელიზმი, რასაც რუსულ პროპაგანდა ხშირად იყენებს.... წაიშლება წითელი ხაზი: ვინაა აგრესორი, ვინაა დამპყრობელი, ვინაა მშვიდობის წინაღმდეგ, ვინაა საზღვრის ძალით გადაყენების და ქვეყნის სუვერენობის შემლახავი და გამოვა რომ ... ამერიკა და რუსეთი ერთნაირად იბრძვიან თურმე უკრაინის ტერიტორიაზე, თავ თავიანთ მომხრეების ინტერესების დასაცავად.... ისტორიის დამახინჯება და რეალობის გადახალისება! ეხლა კითხვა ისმის: რატომ აწყობს ეს სააკაშვილს?", - წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში რეფორმების საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელად დაინიშნა.

იხილეთ ასევე: მიხეილ სააკაშვილი კიევისთვის სამხედრო იარაღის მიწოდების საკითხს გაუწევს კოორდინირებას

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს