ჰითროუს აეროპორტში ტერორისტებთან კავშირში ეჭვმიტანილი ქალი დააკავეს

ჰითროუს აეროპორტში ტერორისტებთან კავშირში ეჭვმიტანილი ქალი დააკავეს

ლონდონის ჰითროუს აეროპორტში ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირში ეჭვმიტანილი ქალი დააკავეს, რომელიც მცირეწლოვან ბავშვთან ერთად იმყოფებოდა. ამის შესახებ "ბიბისი" იტყობინება.

დიდი ბრიტანეთის სამართალდამცავი უწყების ცნობით, 25 წლის ქალი ლონდონში თურქეთიდან ჩავიდა. უშიშროების სამსახური ეჭვობს, რომ ის მანამდე სირიაში იმყოფებოდა. პოლიციის ცნობით, დაკავებული ტერორიზმის გარდა, ეჭვმიტანილია ბავშვთა გატაცებაშიც.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა