"ვითხოვთ სასწრაფოდ დახმარებას" - რა პრობლემები შეექმნათ "ოსკარზე" მიმავალ მსახიობებს

"ვითხოვთ სასწრაფოდ დახმარებას" - რა პრობლემები შეექმნათ "ოსკარზე" მიმავალ მსახიობებს

ბოლო განახლება| ქართველი მსახიობების "ოსკარზე" დასწრება საფრთხის ქვეშ დგას - კულტურის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

მსახიობი ია სუხიტაშვილი სოციალურ ქსელში დახმარებას ითხოვს: "ვითხოვთ სასწრაფოდ დახმარებას, სტამბულის აეროპორტში უკვე 20 საათზე მეტია ჩავრჩით საშინელი დიდთოვლობის გამო, ყველა რეისი გადადებულია გაურკვეველი ვადებით, კონსულის საკონტაქტო ნომერი გვჭირდება, მომწერეთ პირადში, თოვლი იმატებს და იმატებს, გამოიჩინეთ გულისხმიერება რომ ჩავაღწიოთ ოსკარზე, წინასწარ მადლობას გიხდით", - წერს სუხიტაშვილი.

ამასთან, არსებული ინფორმაციით, თურქეთში უამინდობის გამო, სტამბოლი-თბილისისა და თბილისი-სტამბოლის რეისების შესრულებაც ვერ ხერხდება.

შეგახსენებთ, რომ მსახიობები ქართულ-ესტონური ფილმის "მანდარინების" შემოქმედებით ჯგუფთან ერთად "ოსკარის" დაჯილდოვების ცერემონიალზე მიემგზავრებოდნენ, რომელიც 22 თებერვალს გაიმართება.

ამ დროისთვის უცნობია, სად იმყოფებიან მსახიობები.

იხილეთ ვიდეო: რა კადრებს ავრცელებს გიორგი ნაკაშიძე აეროპორტიდან

ასევე დაგაინტერესებთ| სრული დისონანსი: როგორ ემზადებიან და რამდენს ხარჯავენ "ოსკარზე" დასასწრებად ქართველი და უცხოელი მსახიობები

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება