რატომ დააბრუნა სტალინმა სამხრეები არმიაში 1943 წელს

რატომ დააბრუნა სტალინმა სამხრეები არმიაში 1943 წელს

1943 წლის იანვარში, შუა ომის დროს, წითელ არმიაში რეფორმა გატარდა. საბჭოთა ჯარისკაცებმა სამხრეები (”პაგონები”) გაიკეთეს და წოდება შეიცვალეს. ჯარში ისევ გაჩნდნენ ოფიცრები, როგორც მეფის არმიაში.

1943 წლის 10 იანვარს საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება შევიდა ძალაში ”წითელ არმიაში სამხრეების შეტანის შესახებ”. ამ დოკუმენტს და გადაწყვეტილებას თავისი ისტორია გააჩნია. რატომ დააბრუნა სტალინმა წითელ არმიაში სამხრეები, რომელიც თეთრი არმიის სიმბოლოს წარმოადგენდა? რა მიზნით გატარდა ეს რეფორმა?

არსებობს ვერსია, რომ სტალინმა სამხრეები ნოსტალგიის გამო შემოიღო. 1918 წლის მარტში სტალინი პურის ჩამოტვირთვის კომისარის მოვალეობას ასრულებდა და გაიცნო ”წითელი გენერალი” ანდრეი სნესარევი, რომელიც პრინციპულად არ იხსნიდა სამხრეებს და "ეპოლეტებს". სტალინს დაამახსოვრდა ამაყი გენერალი. მაგრამ ძნელია ამ ვერსიას ისტორიული ფაქტებით გამყარებული ეწოდოს. სამხრეების შემოტანა სავარაუდოდ, ობიექტური მიზეზებით იყო განპირობებული: 1. იდეოლოგიური (სამხრეები რუსული არმიის ჩაცმულობის ელემენტი იყო პეტროვსკის დროს, დიდი რუსი მთავარსარდლების სახელით აპელირება კი პატრიოტიზმის პროპაგანდა იყო). 2. ომი ადრე თუ გვიან დასრულდებოდა. ბერლინში შესვლისას საჭირო იყო საბჭოთა მოკავშირეების წოდებების უნიფიკაცია. 3. სტალინგრადში გამარჯვებამ ომის მსვლელობა შეცვალა. საომარი ფორმის შეცვლა ჯარს გამოცოცხლებაში დაეხმარა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა