მაიდანი მაშინ და ახლა - სახეცვლილება სისხლიანი მოვლენებიდან 1 წლის შემდეგ (+ფოტოგალერეა)

მაიდანი მაშინ და ახლა - სახეცვლილება სისხლიანი მოვლენებიდან 1 წლის შემდეგ (+ფოტოგალერეა)

კიევში, მაიდნის ტრაგიკული და სისხლიანი მოვლენებიდან ერთი წელი გავიდა. კიევის ცენტრში, მაიდანზე, სადაც რამდენიმე თვის განმავლობაში ოპოზიციის წარმომადგენლების საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა, 2014 წლის 18-20 თებერვალს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალებსა და მაიდანის აქტივისტებს შორის მთავარი შეტაკებები მოხდა. 18 თებერვალს ძალოვანებმა დამოუკიდებლობის მოედანზეც მიიტანეს იერიში, სადაც 20 000 მონაწილე იყო შეკრებილი. დღე-ღამის განმავლობაში 28 ადამიანი დაიღუპა, 351 კი დაშავდა. 19-22 თებერვალს კი, კიევის ქუჩებში სახელისუფლებო ძალების წარმომადგენლებსა და მომიტინგეებს შორის ლოკალური დაპირისპირებები მიმდინარეობდა, რასაც ათეულობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მედიკოსების ინფორმაციით, ამ პერიოდში, მაიდანზე დაახლოებით 1000-მდე ადამიანი დაშავდა.

რამდენიმე დღეში უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა ქვეყანა დატოვა და რუსეთში გაიქცა. მაიდნის მოვლენების დროს დაღუპულებს უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ "ზეციური ასეული გმირების" სტატუსი მიანიჭა. 20 თებერვალი პოროშენკომ ხსოვნის დღედ გამოაცხადა. უკრაინის დედაქალაქში მაიდნის მოვლენების დროს დაღუპულებს დღეს პატივს მიაგებენ.

მაიდანის მოვლენების დროს დაღუპულია 100-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ყველაზე მეტი სწორედ 18-20 თებერვლის მონაკვეთში. თავად მაიდანის მოვლენებს უკრაინის მაშინდელი ხელისუფლების მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმა უძღოდა.

იხილეთ ფოტოგალერეა

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა