აშშ-ის ცენტრალურ და აღმოსავლეთ რეგიონებში ძლიერი ყინვაა

აშშ-ის ცენტრალურ და აღმოსავლეთ რეგიონებში ძლიერი ყინვაა

აშშ-ის ცენტრალურ და აღმოსავლეთ რეგიონებში რეკორდულად ძლიერი ყინვაა. ტემპერატურა -24-დან -40 გრადუსამდე დაეცა. "ბიბისის" ცნობით, რეგიონში ტემპერატურა 10-20 გრადუსით დაბალია თებერვლის ნორმასთან შედარებით. ძლიერი ყინვის გამო, ჩიკაგოს სკოლებში სასწავლო პროცესი დროებით შეწყდა. შეფერხდა სარკინიგზო და საავტომობილო მიმოსვლაც. სინოპტიკოსების ცნობით, მოსალოდნელია ტემპერატურის კიდევ უფრო დაცემა. განსაკუთრებით ძლიერი ყინვაა კანადის ონტარიოსა და მანიტობას პროვინციებში.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა