ციურიხთან ორი სამგზავრო მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა

ციურიხთან ორი სამგზავრო მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა

შვეიცარიის ქალაქ ციურიხთან ორი სამგზავრო მატარებლის შეჯახების შედეგად, რამდენიმე მგზავრი დაშავდა. ამის შესახებ სააგენტო France-Press იტყობინება. გავრცელებული ცნობით, შემთხვევა დღეს დილით მოხდა. დაღუპულები არ არიან. უცნობია სარკინიგზო ავარიის გამომწვევი მიზეზები. დაწყებულია გამოძიება. ამ დროისთვის ქალაქ ბიულახსა და შაფჰაუზენს შორის სარკინიგზო მიმოსვლა შეჩერებულია.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა