მიშა მესხმა თურქეთის აეროპორტში პასპორტი დაკარგა

მიშა მესხმა თურქეთის აეროპორტში პასპორტი დაკარგა

როგორც ცნობილია, აშშ-ში, ლოს-ანჯელესში, "ოსკარის" დაჯილდოებაზე მიმავალ ქართველ მსახიობებს უამინდობის გამო, სტამბოლის აეროპორტში პრობლემები შეექმნათ, თუმცა, საბოლოოდ, ერთდღიანი ლოდინის შემდეგ მათ შეძლეს გაფრენა. როგორც აღმოჩნდა, ქართველი მსახიობების ჯგუფისთვის უამინდობა ერთადერთი განსაცდელი არ ყოფილა - მიშა მესხმა თურქეთის აეროპორტში პასპორტი დაკარგა, რომელიც მოგვიანებით იპოვეს.

მსახიობებს მგზავრობისას შექმნილ პრობლემებთან გამკლავებაში თურქეთში საქართველოს კონსული, ირაკლი ასაშვილი ეხმარებოდა.

შეგახსენებთ, რომ "ოსკარების" დაჯილდოება 22 თებერვალს იმართება. ზაზა ურუშაძის "მანდარინები" საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაზეა წარდგენილი.

ასევე დაგაინტერესებთ| სრული დისონანსი: როგორ ემზადებიან და რამდენს ხარჯავენ "ოსკარზე" დასასწრებად ქართველი და უცხოელი მსახიობები

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება