ვის სძინავს ლენუკა ყიფშიძის საძინებელში

ვის სძინავს ლენუკა ყიფშიძის საძინებელში

სხვადასხვა დროს ყიფშიძეების ოჯახში სულ ჰყავდათ ძაღლი. ეს ცხოველი ლენუკა ყიფშიძეს გამორჩეულად უყვარს და მიუხედავად იმ სტრესისა, რაც ძაღლების სიკვდილს ახლავს თან, მაინც ვერ ელევა და ყოველთვის აქვს სურვილი, მის გვერდით ძაღლი იყოს. ახლა ბაგის უვლის, რომელსაც წელს აპრილში ოთხი წელი შეუსრულდება...

- ჩვენი ოჯახის ყველა წევრს უყვარს ძაღლი და თითქმის ყოველთვის გვყავდა სხვადასხვა ჯიშის. ძაღლი ჩვენთვის ადამიანივითაა. ზოგჯერ ეს არსებები ადამიანზე მეტად მგრძნობიარენი არიან. ტყუილად არ არის ნათქვამი, ძაღლი ადამიანის მეგობარიაო. მართლაც ასეა, ის არასდროს ღალატობს პატრონს, სუფთა და ერთგულია. ძაღლის წელში ვარ დაბადებული და ზოგადად, ცხოველები ძალიან მიყვარს, მაგრამ ვერ მოგატყუებთ და გულწრფელად გეტყვით, რომ კატას ვერ ვეგუები. თუმცა ძაღლსა და თუთიყუშთან ერთად კატებიც სულ გვყავდა ოჯახში. პატარაობისას შინ ბევრი ცხოველი ჩემთვის მისაღები იყო, მაგრამ რაც ბავშვი აღარ ვარ და, ასე ვთქვათ, ასაკში შევედი, მივხვდი, რომ საკუთარი სახლი თუ არ გაქვს, შინ რამდენიმე ცხოველის ყოლა ძალიან ძნელია. დიდი სახლი რომ მქონდეს, ორი ძაღლი მეყოლებოდა, რადგან ვგიჟდები ცხოველებზე და თან კანე კორსო განსაკუთრებულად ჭკვიანი ჯიშია. ოჯახის მცველებად მიიჩნევიან.

- კანე კორსომდე რა ჯიშის ძაღლები გყავდათ?

- ბაბუაჩემი დოგს უვლიდა, მის გარდა, მახსოვს გვყავდა: დრადხარი, ნაგაზი, პუდელი... მცირე ხანს კოკერსპანიელიც გვყავდა, რომელიც ვიპოვეთ, მაგრამ მერე პატრონი გამოჩნდა და წაიყვანა. შემდეგ მამაჩემს აჩუქეს კანე კორსო, რომელიც აპრილში ოთხი წლის ხდება. დღემდე გვყავს და ჩვენთვის შვილივით არის. მამას ასევე აჩუქეს თეთრი, ცისფერთვალება ლაიკა. ერთ სახლში ჩვენ, ორი ბავშვი და კიდევ ორი ძაღლი ძალიან რთულია და რომ მივხვდით, უკვე მარაზმში გადადიოდა, მამაჩემმა და ძმამ ლაიკა ბათუმში გააჩუქეს. ახლა გვყავს მხოლოდ კანე კორსო ბაგირა. იტალიური ჯიშის ძაღლია. ბაგის მოფერებით ბაგი-ბუგას ვეძახით. ეს სახელი ყველამ ერთად შევურჩიეთ, შავია და ბაგირას მართლა ჰგავს.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება