17 წლის ლიზი რამიშვილი გერმანიაში, კრონბერგის აკადემიაში სწავლობს. ვიოლონჩელოზე დაკვრა 7 წლის ასაკიდან დაიწყო და მას შემდეგ ხშირი რეპეტიციები და კონცერტები მისთვის ცხოვრების ჩვეული რიტმია. თავის საქმეში დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ და ახალგაზრდა ჩელისტის მთავარი საფიქრალიც სწორედ ესაა...
- ჩემი მშობლები და ოჯახის წევრები მუსიკოსები არიან. მათ გადაწყვიტეს, მუსიკალური განათლება მეც მიმეღო. ამის წინააღმდეგი არ ვყოფილვარ, პირიქით, დედაჩემი ორკესტრში მუშაობდა, ბავშვობიდან დავყავდი ოპერასა და ბალეტზე და ძალიან მომწონდა ეს სფერო. თავიდან ფორტეპიანზე შემიყვანეს. ერთი წელი ვსწავლობდი დაკვრას, მაგრამ მერე მშობლებმა გადაწყვიტეს, სიმებიან საკრავებზე გადავეყვანე და 7 წლის ასაკში ჩელოზე დაკვრის შესწავლა დავიწყე. ჩემი პედაგოგი გახლდათ თამარ გაბარაშვილი, რომლის ძალიან მადლიერი ვარ.
- სკოლა უკვე დაამთავრე?
- 1997 წელს დავიბადე, სკოლის ექსტერნად დამთავრების უფლება არ მქონდა. აქედან გამომდინარე, 11-წლიანი განათლება არავითარ პრობლემას არ წარმოადგენდა, რომ აქ სკოლის ატესტატის გარეშე მივეღეთ. კრონბერგის აკადემია დაახლოებით 20 წელია არსებობს, ის რამდენიმე ცნობილმა მუსიკოსმა დააარსა და მათ შორის არის როსტროპოვიჩი. აქ მსტისლავ როსტროპოვიჩის ფონდის, კერძოდ, ოლგა როსტროპოვიჩის მეშვეობთ მოვხვდი. ყოველ სექტემბერს ტარდება დიდი ფესტივალი, რომელშიც მუსიკოსები მთელი მსოფლიოდან მონაწილეობენ. ზოგჯერ მხოლოდ ჩელისტების ფესტივალია, ზოგჯერ შერეული - სხვა დანარჩენ ინსტრუმენტზე ყველა შემსრულებელი იკრიბება. ამ ფესტივალში მონაწილეობა სამჯერ მივიღე, რის შემდეგაც აკადემიამ ამიყვანა.
- დედმამიშვილი გყავს?..
- 8 წლის ძმა მყავს, რომელმაც ახლახან დაიწყო ფორტეპიანოზე დაკვრა. რამდენიმე სპორტზე დადიოდა, ახლა მხოლოდ ფარიკაობაზე დადის.
განაგრძეთ კითხვა