"ოსკარის" რიგით 87-ე დაჯილდოების შედეგები

"ოსკარის" რიგით 87-ე დაჯილდოების შედეგები

ლოს-ანჯელესში, ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა. სამწუხაროდ, "უცხოენოვანი ფილმის" ნომინაციაში წარდგენილმა, ზაზა ურუშაძის ქართულ-ესტონურმა პროექტმა - "მანდარინები", გამარჯვება ვერ მოიპოვა. ნომინაციის გამარჯვებული პოლონური ფილმი "იდა" გახდა.

საუკეთესო უცხოენოვან ფილმებს შორის, "ოსკარზე" წარდგენილი იყო - რუსული ფილმი "ლევიათანი", პოლონური "იდა", მავრიტანული "ტიმბუქტუ" და არგენტინული "ველური ისტორიები".

კინოაკადემიის მთავარი ჯილდო და საუკეთესო ფილმის ნომინაცია, ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუს "Birdman"-მა მოიპოვა. ამ ფილმის ნახვა ქართველ მაყურებელს კინოთეატრ "ამირანში" შეუძლია.

ქალის საუკეთესო როლისთვის ოსკარის ქანდაკება ჯულიანა მურმა მიიღო, ფილმისთვის "Still Alice", სადაც მან პროფესორი ქალის როლი შეასრულა, რომელსაც ალცჰაიმერის დაავადება აქვს.

საუკეთესო მსახიობი მამაკაცი ახალგაზრდა ბრიტანელი მსახიობი, ედი რედმეინი გახდა, ფილმისთვის "Theory of everything". რედმეინმა ცნობილი ასტრო-ფიზიკოსის, სტივენ ჰოკინგის როლი შეასრულა.

საუკეთესო რეჟისორის ჯილდო, "Birdman"-ის რეჟისორმა, ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუმ მოიპოვა.

ქალის მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის, ოსკარის ქანდაკება პატრისია არკეტს ერგო წილად, რიჩარდ ლინკლეიტერის ფილმისთვის "Boyhood"

ხოლო მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებლად, კინოაკადემიამ ჯ.კ სიმონსი დაასახელა, ფილმისთვის Whiplash.

საუკეთესო ანიმაცია Big Hero 6 გახდა.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება