ისლამისტური დაჯგუფება სავაჭრო ცენტრებზე თავდასხმებით იმუქრება

ისლამისტური დაჯგუფება სავაჭრო ცენტრებზე თავდასხმებით იმუქრება

აშშ-ის შინაგან საქმეთა მდივანი ჯეჰ ჯონსონი ამერიკელებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს მას შემდეგ, რაც სომალიში მოქმედი ისლამისტური დაჯგუფება "ალ-შაბააბი" დასავლურ ქვეყნებზე თავდასხმების მუქარით გამოვიდა. ამის შესახებ "ბიბისი" იტყობინება.

ჯონსონის განცხადებით, დაჯგუფების მუქარას აშშ-ის მთავრობა სერიოზულად უნდა მოეკიდოს და საჭირო ნაბიჯები გადადგას. დაჯგუფება "ალ-შაბააბმა" გუშინ ინტერნეტის საშუალებით ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ის დიდ ბრიტანეთში, კანადასა და აშშ-ში მდებარე სავაჭრო ცენტრებზე თავდასხმებით იმუქრება.

"ალ-შაბააბის" წარმომადგენელი, რომელსაც ვიდეოში სახე დაფარული აქვს, კონკრეტულ სავაჭრო ცენტრებსაც ასახელებს. მათ შორისაა მინესოტას შტატში მდებარე მთავარი სავაჭრო ცენტრი, ასევე კანადის ჭესტ West Edmonton Mall-ი, ლონდონის ქუჩა ოქსფორდი, სადაც სავაჭრო ობიექტებია განლაგებული და ბრიტანეთის კიდევ ორი სავაჭრო ცენტრი. 2013 წელს "ალ-შაბააბის" მებრძოლებმა კენიის დედაქალაქ ნაირობიში სავაჭრო ცენტრ "უესტგეიტ მოლში" ტერაქტი განახორციელეს, რასაც 67 ადამიანი შეეწირა.

"ინტერპრესნიუსი"

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა