გიორგი ქორქია სამზარეულოში ნაბახუსევზე ტრიალებს

გიორგი ქორქია სამზარეულოში ნაბახუსევზე ტრიალებს

საქართველოში დიდხანს დომინირებდა აზრი, რომ სამზარეულო ქალის ადგილია და იქ არაფერი ესაქმება კაცს, მაშინ, როცა ევროპასა და ამერიკაში საუკეთესო მზარეულებად, უმეტეს შემთხვევაში, მამაკაცებს აღიარებდნენ. დღეს, საბედნიეროდ, მდგომარეობა შეიცვალა, სწორედ ამიტომ ვიწყებთ ახალ რუბრიკას ''მამაკაცი სამზარეულოში'', სადაც პერიოდულად თქვენთვის ცნობილი მამაკაცები თავიანთ რეცეპტებს შემოგვთავაზებენ. ჩვენი პირველი რესპონდენტი გიორგი ქორქიაა.

- გიორგი, კერძების მომზადება გეხერხებათ?

- ისე რა, შემფასებელს გააჩნია. თავად მე მსიამოვნებს საკუთარი ნახელავის დაგემოვნება.

- ყველაზე გემრიელად რომელი კერძი გამოგდით?

- არასდროს მივყვები დაწერილ რეცეპტს, მირჩევნია, ექსპერიმენტები ჩავატარო, ინტუიციასა და გემოვნებას ვენდობი ინგრედიენტების შეხამებისას. შეიძლება ითქვას, ჩემს კერძებს კონკრეტული სახელები არ ჰქვია.

- როგორ გგონიათ, ქალები უკეთესი მზარეულები არიან თუ მამაკაცები?

- ცალსახად რომელიმეს ვერ მივემხრობი. ჩემი აზრით, სქესს მნიშვნელობა არ აქვს. ქალბატონები უფრო აკურატულები არიან, ეს აშკარაა. კაცი სამზარეულოში ყველაფერს თავდაყირა აყენებს.

- დღის რა მონაკვეთში ახერხებთ სამზარეულოში ტრიალს...

- დილას, მაგრამ არცთუ ხშირად. უმეტესად მაშინ, როცა ნაბახუსევი მაწუხებს.

- სად ყიდულობთ პროდუქტს?

- არასდროს დავდივარ ბაზარში, ვერ ვიტან ვაჭრობას, მირჩევნია მარკეტში შევიდე. ხშირად ვსტუმრობ ''ნიკორას''.

- რატომ მაინცდამაინც ''ნიკორა''?

- პირველ რიგში, იმიტომ, რომ ხარისხიანი და ახალი პროდუქტი აქვთ. მომწონს მათი მაღალი დონის მომსახურებაც. აგრეთვე, ''ნიკორას'' მაღაზიის ლოკაცია ხელსაყრელია ჩემთვის, ახლოსაა ჩემს სახლთან.

- რაიმე ''საფირმო'' კერძი გაქვთ, რომლითაც მეგობრებს სიამაყით უმასპინძლდებით?

- მწვადი, რომლის შეწვაც კახეთში მასწავლეს და წვნიანები.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება