რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იმედოვნებს, რომ უკრაინასთან ომი არ იქნება, ვინაიდან მოვლენების ამგვარი განვითარება აპოკალიფსური იქნება. ამის შესახებ კრემლის ლიდერმა ტელეკომპანია "რასსია 1"-თან ინტერვიუში განაცხადა. "ვფიქრობ, მსგავსი აპოკალიფსური სცენარი ნაკლებად შესაძლებელია და ვიმედოვნებ, რომ ეს არასოდეს მოხდება", - აღნიშნა პუტინმა. მისივე თქმით, უკრაინის მთავრობამ სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონის მოსახლეობასთან კარგი ურთიერთობის დამყარება უნდა სცადოს.
"ისეთი ევროპული ქვეყნის ხელისუფლება, როგორიც უკრაინაა, პირველ რიგში უნდა ეცადოს ქვეყანას ნორმალური ცხოვრება დაუბრუნოს, დაარეგულიროს ეკონომიკური და სოციალური სფერო და სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონთან ცივილურ ფორმებში კარგი კავშირები დაამყაროს, იმისათვის რომ უზრუნველყოფილი იყოს დონბასის მოსახლეობის ლეგიტიმური უფლებები და ინტერესები" , - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.