"რატომ ჩაგაგდოთ ამ ლედი გაგამ შოკში, ვერ გამიგია. სოფო ნიჟარაძე მაგ ჟანრს უკეთ არ მღერინ, ან მარიამ როინიშვილი?!"

"რატომ ჩაგაგდოთ ამ ლედი გაგამ შოკში, ვერ გამიგია. სოფო ნიჟარაძე მაგ ჟანრს უკეთ არ მღერინ, ან მარიამ როინიშვილი?!"

მომღერალი სტეფანე მღებრიშვილი, ოსკარის ცერემონიაზე ლედი გაგას გამოსვლას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მასზე უკეთ სიმღერას სოფო ნიჟარაძე და მარიამ როინიშვილი შეასრულებდნენ.

სტეფანეს მოსაზრების მიუხედავად, დასავლურმა მედიამ ლედი გაგას "ოსკარის" პერფორმანსი მის კარიერაში ერთ-ერთ საუკეთესო გამოსვლად შეაფასა. შეგახსენებთ, რომ ეპატაჟურმა მომღერალმა ცნობილი მიუზიკლიდან "მუსიკის ჰანგები", რამდენიმე კომპოზიცია შეასრულა.

"რატომ ჩაგაგდოთ ამ ლედი გაგამ შოკში, ვერ გამიგია. სოფო ნიჟარაძე მაგ ჟანრს უკეთ არ მღერის?! ან მარიამ როინიშვილი... ნატალიკო?!

საქართველოში ასევე ბევრი მღერის უკეთ... ბროდვეიზე კი რიგია ქასტინგებზე ესეთი მომღერლების...

ვიცი ეხლა ამოიჩემებენ ამ ჩემს პოსტს... მაგრამ მაინც არ შემიძლია არ დავწერო...

მაგ თეატრში ჩაეძინა მიშას გაგას გამოსვლის დროს, სხვათა შორის ის მომღერლები, ვინც ჩამოვთვალე პროფილში არასოდეს მინახავს... და ესეც რომ იყოს... რა პრობლემაა, მთავარია იცოდე რომ მართალი ხარ...

მესმის ფინქზე ან ბიონსეზე ირეოდნენ... მაგათ ვერავინ გაიმეორებს...

გაგას მიმართ მე რა პრეტენზია უნდა მქონდეს ... მაგრამ ბოლო ბგერა 5 წამი მაინც გაეჩერებინა :)) ის გოგოები, ვინც ჩამოვთვალე, სუნთქვის გარეშე საათობით იჭერენ მაგ ნოტებს... თორემ თავის ამბავში მაგარია... უბრალოდ ამ სიმღერამ მისი ქართველი კოლეგები რატომ ჩააგდო შოკში, ეს არის უცნაური ... ჟანრზე ვსაუბრობ... ჟაანრზეეე", - წერს სტეფანე.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება